,,უშველეთ თეატრალურს”

სტუდენტური პრობლემები

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

10409519_833910166682204_8002599098238581977_n,,გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს გვერდი უარჰყოფს ნებისმიერი პიროვნების დისკრედიტაციას, ჩვენ არ ვუცხადებთ ომს არავის და არ ვაპირებთ ამ თემის პოლიტიზირებას… ვითხოვთ კონკრეტული სტრუქტურებისგან რეაგირებას კონკრეტულ პრობლემაზე,” –  აცხადებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

ისინი უნივერსიტეტის შენობის რეაბილიტაციასა და სწავლისთვის უსაფრთხო გარემოს მოითხოვენ. ამ მიზნით სტუდენტებმა სოციალურ ქსელში გვერდი ,,უშველეთ თეატრალურს” შექმნეს, სადაც უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის მაჩვენელ ფოტოსურათებსაც აქვეყნებენ.

11156228_832830066790214_2828311716752833753_n

 

 

 

„20 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის მსვლელობის
დროს   დაახლოებით 19 საათზე ოცდამერვე აუდიტორიაში ჩამოინგრა ჭერი. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შენობა არის ავარიული და აუდიტორიებში წვიმის დროს ჩამოდის წყალი. სტუდენტები ამ შენობაში ატარებენ დაახლოებით 7-8 საათს დღის განმავლობაში…“ ავრცელებენ ინფორმაციას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები Facebook – ის „უშველოთ თეატრალურს“ გვერდზე.

 

სტუდენტებმა ასევე გადაიღეს ვიდეო, რომელშიც მიმართავენ შესაბამის უწყებებს გადაარჩინონ თეატრალური უნივერსიტეტი და სტუდენტებს შეეძლოთ უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ სწავლა და გადაადგილება.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები