YES Georgia-ს ორგანიზებით ,,ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი” გაიმართება

ახალგაზრდული ორგანიზაციები

6-8 ივნისს YES Georgia  „ახალგაზრდულ ეკონომიკურ ფორუმს“ მასპინძლობს.

ამ ფორმატის მასშტაბური ღონისძიება მეორედ იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახლაგაზრდების დაინტერესაბას და ჩართულობას რეალური საბანკო და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტების პრობლემებს, ეკონომიკური ფაქტორების გავლენას საბანკო სფეროზე და მომხმარებლებში ინფორმირებულობის დონის ამაღლების საშუალებებს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, დელეგატები შეიმუშავებენ საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიას – კომერციული ბანკებისა, საერთო ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

შესაბამისად, მონაწილეები წარმოადგენენ სამი სხვადასხვა მხარის ინტერესებს:

  • კომერციული ბანკების წარმომადგენლები – ბანკირები,
  • ეროვნული ბანკის წარმომადგენლები,
  • მომხმარებელთა ინტერესების დამცველები – არასამთავრობო სექტორი.

ცალკეული განსახილველი საკითხები:

1) კომერციული ბანკების წარმომადგენლები – ბანკირები:

საბანკო პროდუქტები – მათი განვითარება კონკურენტულ გარემოში
პროდუქტის შეფუთვა – გაყიდვა მომხმარებლებზე
ფასწარმოქმნა სესხებზე – კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში
საკრედიტო რისკების მართვა – კრედიტის გაცემის საფეხურები
სავალუტო რისკები – საფრთხეების მინიმიზაცია
საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია – კომერციული ბანკების ინტერესების გათვალისწინებით

2) ეროვნული ბანკის წარმომადგენლები:

მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია:
ფასების სტაბილურობა – სტაბილურობის შენარჩუნების გზები
ინფლაციის თარგეთირება – მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება
გაცვლითი კურსები – ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა
კომერციული ბანკების მონიტორინგი:
სავალდებულო რეზერვების სისტემა
გავლენა საპროცენტო განაკვეთებზე
საფინანსო ბაზრის მონაწილე ერთეულთა რეგულირების განვითარების სტრატეგია
საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია – საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით

3) მომხმარებელთა ინტერესების დამცველები – არასამთავრობო სექტორი:

ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობა – პროდუქტების ცნობადობა მომხმარებელში
კომერციული ბანკების „გულრწფელობა“ – კეთილსინდისიერების დონე
ფინანსური განათლების მნიშვნელობა – მცირე კვლევის შედეგები
საზოგადოების ინტერესების დაცვა – აქტივობების და პროექტების დაგეგმვა ამ მიზნის მისაღწევად
საგადასახადო სისტემა – ანალიზი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით
რეკომენდაციები – რჩევა მომხმარებლებს
საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგია – საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით

თარიღი: 6-8 ივნისი
სამუშაო ენა: ქართული
ასაკობრივი შეზღუდვა: 15-25
მონაწილეობის საფასური: 35 ლარი

(მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს. გაითვალისწინეთ, შერჩევის და შემდეგ არ–მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება! (მონაწილე თანხას იხდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის შესარჩევ ეტაპ(ებ)ს და მიენიჭება დელეგატის სტატუსი! წინასწარ არ ხდება ფულის გადახდა!))

***ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი

მონაწილეთა სარეგისტრაციო ბმული

14 მაისის ჩათვლით მიიღება განაცხადები ჯგუფის აკადემიური ხელმძღვანელის პოზიციაზე.
შენიშვნა: ამ პოზიციაზე არ განიხილება სკოლის მოსწავლეთა და პირველკურსელთა განაცხადები.

გისურვეთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია:
[email protected]
555 11 68 80
555 66 44 84
595 26 62 22

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები