“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” და “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” ერთობლივი ორგანიზებით, ევროპის, 2015 წლის 11 მაისს, კვირეულის ფარგლებში, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში , 112-ე აუდიტორიაში, ჩატარდება დებატები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტების ინფორმირებულობის გაზრდას ევროკავშირის შესახებ და დებატების ხელოვნების პოპულარიზაციას.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს.
▲▼პროექტის ფარგლებში დაცული იქნება გენდერული ბალანსი! პროექტი ჩატარდება საერთაშორისო მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის #HeForShe ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო მოდებატეს, რომლებსაც ჯიური დააჯილდოვებს საინტერესო პრიზებით.
სააპლიკაციის ფორმა პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის:
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.