კონკურსი სტუდენტებისთვის იურისტ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად

დასაქმება

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურისტ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

► იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
► იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა

კონკურსში მონაწილე პირმა ქვემოთ მითითებულ მისამართზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
►ავტობიოგრაფია (cv);
► სამოტივაციო წერილი (კონკრეტულად მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, თუ რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასევე მიუთით სასურველი მიმართულება);

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ იურისტ-კონსულტანტის თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. თანაშემწეთა მოვალეობაში შედის: 
► იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა – პასუხების დაფიქსირება;
► სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
► საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
► სასამართლო მონიტორინგში მონაწილეობა.

საბუთები მიიღება 2015 წლის 28 აპრილიდან – 2015 წლის 3 მაისის  ჩათვლით. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
► პირველი ეტაპი – წერითი გამოცდა. (თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა თქვენ მიერ მითითებული სამართლის დარგის შესაბამისად _ სისხლის სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები ამოხსნიან ერთ კაზუსს, რომელიც შედგენილი იქნება სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალში სტაჟირების გავლის მსურველები, ამოხსნიან ორ კაზუსს, რომელთაგან ერთი იქნება შედგენილი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მეორე – ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით).
► მეორე ეტაპი – გასაუბრება. წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით გასაუბრებაზე, რის შედეგადაც საუკეთესო კანდიდატები შეძლებენ სტაჟირება გაიარონ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში.“

თქვენი CV – ები გაგზავნეთ ელფოსტაზე civilinvolvement@gmail.com, სადაც SUBJECT – ში უნდა მიუთითოთ. ”სტაჟირება-იურისტი” წინააღმდეგ შემთხვევაში წერილი არ წაიკითხებ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები