საერთაშორისო საზაფხულო აკადემია კოსოვოში

გაცვლითი პროგრამები

კოსოვოს საერთაშორისო საზაფხულო აკადემია 2015 წლის 12-22 ივლისის ჩათვლით პრიშტინაში იწვევს სტუდენტებს კოსოვოს საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის თემაა:  ,,მშვიდობის  დამყარება პოსტკონფლიქტურ ადგილებში – დიპლომატია, ლიდერობა, მოლაპარაკებები”

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სპეციალურად საზაფხულო აკადემიისთვის მოწვეული იქნებიან  გამოჩენილი პროფესორები და დიპლომატები. მათ შორის აკადემიის მონაწილეებს შეხვდებიან კოსოვოს პრეზიდენტს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს.

პროგრამის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

  • პოლიტიკა;
  • ეკონომიკა;
  • დიპლომატია;
  • პროფესიული ეთიკა და პროტოკოლი;
  • ლიდერობა;
  • კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება;
  • საერთაშორისო სამართალი;
  • ადამიანის უფლებები და სხვ.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები დაწერენ ესეს აკადემიაში მათ მიერ მიღებულ გამოცდილებაზე. მათ შორის ერთი საუკეთესო გამოქვეყნდებეა კოსოვოს ყოველდღიურ გაზეთში, ორი კი კოსოვოს დიპლომატიის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პროგრამის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

  • საცხოვრებელი სასტუმრო ,,ვიქტორიში”
  • ტრანსფერი
  • კვება
  • კულტურული ვიზიტები და ექსკურსიები

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით კოსოვოს საზაფხულო აკადემიის ოფიციალურ გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები