,,ყველაზე არაორდინალური ქუჩის სისტემა’’

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ერთ-ერთ სუბკულტურას, რომელიც მომდინარეობს 1970-იანი წლების ნიუ-იორკის აფრო-ამერიკული საზოგადოებიდან ჰიპ ჰოპი ჰქვია. არსებობს ბევრი ვერსია იმის შესახებ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი, ნაწილი ხალხისა თვლის, რომ ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ბრეიკ დენსის სახით, ნაწილი კი ჰიპ ჰოპის ფესვებში იამაიკიდან წამოსულ რითმულ რელიგიურ ლექსების კითხვის სტილს ხედავს. ასეა თუ ისეა ჰიპ ჰოპის სიყვარულმა ქართველი გოგებიიც გაართიანა. რატომ ჰიპ ჰოპი და რას ნიშნავს ეს მიმადინარეობა მათთთვის, –  ამ კითხვებზე პასუხს The M.E.S.S – ის ერთ-ერთი წევრი მარიამ ლემონჯავა გასცემს.

[spacer style=”1″ icon=”none”]

img1– საიდან და როდის გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?

– ჯგუფის შექმნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა. ჩვენს ქორეოგრაფს უკვე ჰყავდა ბიჭების ჯგუფი და სურვილი ჰქონდა გოგონების ჯგუფიც შეექმნა. მე როდესაც მივედი მაშინ არჩევდა გოგოებს ჯგუფისთვის.

– როგორ იშიფრება სახელი The M.E.S.S ?

– The most extraordinary street system, ყველაზე არაორდინალური ქუჩის სისტემა.

– ვინ ხელმძღვანელობს ჯგუფს?

– ჩვენი ხელმძღანელი ირაკლი ფიფიაა, რომელიც უნივერსიტეტში  სწავლობს. თავად ცეკვავდა ზემოთ ნახსენებ ბიჭების ჯგუფში.

– როგორ მოხდა თქვენი არჩევა?

– ცეკვის დროს კარგად ჩანს ვის რა შესაძლებლობები აქვს. შესაბამისად, აგვარჩიეს ისინი, ვინც თავად ჩათვალეს ჯგუფისთვის საჭიროდ.

– რა დროს უთმობთ ვარჯიშს?

– ვვარჯიშობთ დატვირთულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოსვლები გვაქვს. საათობრივად რომ გითხრათ, მინიმუმ ორი და მაქსიმუმ რვა საათი.

– როგორ ახერხებთ სწავლასთან ერთად ხანგრძლივ რეპეტიციებს?

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

– სწავლასთან ერთად ძალიან ძნელია, მითუმეტეს, გამოცდების პერიოდში. ორიენტირებული უნდა იყო არც ერთი საქმე არ გაგიფუჭდეს. თან დატვირთული ვარჯიშის შემდეგ, დამეთანხმებით, რთულია წიგნის ხელში აღებეა.

– ცეკვავთ ჰიპ ჰოპს. რატომ ეს ჟანრი? არ გიფიქრიად სხვა მიმართულებაზე?

– ყველას ძალიან მოგვწონს ეს მიმართულება. მის რითმულობა, თავისუფალი სტილი, ბრეიკ დანსის ელემენტები და ა.შ. გვიქმნის ჰარმონიულ მთლიანობას, რაც ძალიან ახლოს არის ჩვენთან, ჩვენი სტილია.

– ცეკვის ილეთებს თავად ამუშავებთ თუ ,,სესხულობთ’’?

– ცეკვის ილეთებს ქორეგრაფი ამუშავებს და გვიდგამს. თუმცა ჰიპ ჰოპში არ ხარ შეზღუდული და როცა freestyle_ს (თავისუფალი სტილს) ცეკვავ თავში რაც მოგაფიქრდება იმას აკეთებ. მაგრამ იშვიათად ისეც ხდემა, რომ ილეთები იმდანად მოგვწონს ,,ვსესხულობთ’’.

– რამდენად აქტიურად მონაწილეობთ კონცერტებსა და კონკურსებში?

– საკმაოდ ხშირად ვმონაწილეობთ კონცერტებში. ვიყავით პროექტ ,,ნიჭიერის’’ ნახევარფინალისტები. შემდეგ ვცეკვავდით ,,The ვანო’ს შოუს’’ საახლაწლო კონცერტებზე.

– მოგიტანათ გარკვეული სახის წარმატება ამ გამოსვლებმა?

– რა თქმა უნდა. ხალხი უკვე გვიცნობს. გარდა ამისა, სტიმული გვეძლევა მეტი ვიმუშავოთ საკუთარ თავზე, რომ კიდევ უფრო დიდი სითბო და სიყვარული დავიმსახუროთ.

– გამოვიდა თქვენი პირველი კლიპი, როგორი იყო კლიპზე მუშაობის პროცესი?

– ძალიან საინტერესე, მაგრამ დამღლელი. ეს კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის და ჩვენი შრომა, ვფიქრობ, ამად ღირდა.

– სად მიმდინარეობდა გადაღებები და ვინ გეხმარებოდათ კლიპის საბოლოო სახის მიღებაში?

– გადაღბები ,,სეუს’’ ბარში მიმდინარეობდა. ოპერატორი გივი მაღრაძე იყო. რაც შეეხება მუსიკას, ქორეგრაფიას, დადგმას და ა.შ. ყველაფერი ჩვენმა ხელმძღვანელმა ირაკლი ფიფიამ შეითავსა.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– მომავლისთვის ვაპირებთ კიდევ ერთი კლიპის გადაღბას. გეგმა კი, რომელიც მუდმივად გვაქვს ეს არის მეტი ვარჯიში უკეთ განვითარებისთვის. დანარჩენს, რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები