კვლავ, პროტესტი თსუ-ის სასტიპენდიო კრიტერიუმებს

აქტუალური

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

[spacer style=”1″ icon=”none”]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტიპენდიის მინიჭების კრიტერიუმები კიდევ ერთხელ შეიცვალა.  ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ სტუდენტებმა უშუალოდ სასტიპენდიო განაცხადების მიღების გამოცხადების წინ შეიტყვეს.

ცვლილებები შეფასების კრიტერიუმებიდან არასამეცნიერო სტატიების, ტრენინგებისა და სიუჟეტების ამოღებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ახალი კრიტერიუმები  ამ სემესტრზეც გავრცელდება (ცვლილება უფრო თვალსაჩინო ხდება არსებული და ახალი კრიტერიუმების შედარებისას). ამ ფაქტმა ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტთა პროტესტი გამოიწვია. მათმა ნაწილმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი უინივერსიტეტის რექტორს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას.

თორნიკე მაღლაკელიძე, თსუ-ის ჟურნალისტიკის მმართულების სტუდენტი: ,,სირცხვილია, რასაც თსუ აკეთებს. ჟურნალისტებს ყოველგვარ მოტივაციას გვიკლავენ. ამ გზით მათ დაარღვიეს სტუდენტთა უფლებები. სტიპენდიაზე განაცხადებს მიღებამდე ერთი დღით ადრე  შეიცვალა კრიტერიუმები.   ჩვენ არ დავუშვებთ, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩეს. ხვალაც თუ არაფერი შეიცვალა, საპროტესტო აქციის  სახით ვლადიმერ პაპავასთან შესვლას ვაპირებთ’’.

ახალი კრიტერიუმები

stipendia axli kriteriumebi (2)

სტუდენტებს საჭირო საბუთების შესაგროვებლად 3 დღეზე ნაკლები დრო მისცეს. მათი  ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება მოვლენების განვითარებას და სასტპენდიო განაცხადს არ ავსებს. მათ შორისაა ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ნინო ჩუბინიძე:

,,არც გვიფიქრია, რომ ეს ყველაფერი ამ სემესტრზეც გავრცელდებოდა, რადგან ჩვენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ვცდილობდით აქტივობების დაგროვებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას  ინფორომაციის გაგებისთანავე მივმართეთ. ნათია მონიავამ გვითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა გაპროტესტებას, რადგან ფაკულტეტის საბჭომ უკვე დაამტკიცა გადაწყვეტილება. ამ ცვლილებების განხორციელებით კი ყველა სტუდენტი თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩვენ არ ვაპროტესტებთ ცვლილებებს, ვაპროტესტებთ მათ გავრცელებას მიმდინარე სემესტრზე’’, – აღნიშნავს ნინო.

ფაკუტეტის ახალი დეკანი თამარ დოლბაია კი ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა პაასუხისმგებობას იხსნის და ამბობს, რომ კრიტეიუმები შემუშავდა მის დეკანად არჩევამდე, დაახლოებთ, 4 დეკემბერს, ის კი დეკანი 24 დეკემბერს გახდა. უნივერსტეტის ადმინისტარციაში კი ამბობენ, რომ მსგავსი განცხადება უნივერსიტეტის ვერბ.გვერდზე, რომელიც ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა, აქამდე არ გავრცელებულა. ამის შესახებ მათაც ახლა შეიტყვეს. შესაბამისად, სტუდენტებს არც მოკლეტექსტური შეტყობინებები მიუღიათ.

Tsu.edu.ge-ზე გავრცელებული ინფორმაცია  20 აპრილით თარიღდება. საძიებო სისტემაში კი აქამდე გამოქვეყნებული  მსგავსი დოკუმენტი მართლაც არ იძებნება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

სტუდენტები რექტორის მოადგილეს, იოსებ სალუქვაძეს შეხვდნენ. სალუქავაძის თმით, ის გაესაუბრება ყველა დაინტერესებულ მხარეს. შემდეგ კი ბატონ ვლადიმერ პაპავასთან გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას. საჭიიროების შემთხევაში კი საბუთების მიღების ვადა გახანგრძლივდება.

,,იოსებთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად გაგებით მოეკიდა ჩვენს პრობლემებს და, გარკვეუწილად, იმედიც ჩაგვისახა, რომ ყველაფერი მოგვარდება. მასთან საუბრისას მივხდვი, რომ ჩვენს ინტერესებსაც აქვს მნიშვნელობა უივერსიტეტისათვის’’, – ამბობს მარიამ გაბისონია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასტიპენდიო კრიტერიუმების შეცვლა მიმართულებაზე პირველად არ ხდება. შარშან, დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ნანი მაჭარაშვილის დანიშვნის შემდეგ, უშუალოდ სტპენდიანტთა სიებს გამოქვეყნების შემგედ შეცვალეს კრიტერიუმები. სტუდეტებმა პროტესტი მაშინაც გამოხატეს. შედეგად, ნანი მაჭარაშვილმა სტუდნეტნთა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამჟამად, ახალი კრეიტერიუმები საფაკულტეტო საბჭომ დააამტკიცა. სტიპენდიაზე განაცხადების მიღების ვადა პარასკევს 1 საათზე იწურება, სტუნდეტებმა ჯერ კიდევ არ იციან, გამოიღებს თუ არა შედეგს სხვადასხვა გზით გამოხატული პროტესტი.

Facebook-ის ჯგუფში კი, რომელშიც ზემოთ ხსენებული აქციის მინაწილეეები არიან გაერთიანებულნი, ახალი აქტივობების დაგეგმვა გრძელდება.

იხილეთ, ძველი კრიტერიუმები:

Zveli kriteriumebi 1 (2)dzveli kkrit.2 (2)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები