სტუდენტური შეჯიბრი იმიტირებულ საგადასახადო დავებში

კონკურსები

ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია იმიტირებული საგადასახადო დავის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, მიუხედავად სპეციალობისა. გუნდების დაკომპლექტებისა და შეჯიბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეჯიბრის წესებში.

დაინტერესებული გუნდების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს 2015 წლის 25 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.balanchivadze@freeuni.edu.ge 

შეჯიბრის ფინალური ეტაპი – ზეპირი განხილვები, გაიმართება 2015 წლის 30-31 მაისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 15 მაისამდე კი, მონაწილე გუნდები მოამზადებენ წერილობით განაცხადებს შეჯიბრისთვის სპეციალურად შემუშავებულ საქმეზე.

შეჯიბრის გამარჯვებული გუნდებისა და წარმატებით მოასპარეზე სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა პრიზები, მათ შორის სტაჟირებები შეჯიბრის მხარდამჭერ ორგანზაციებში.

შეჯიბრის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: EY Georgia, Deloitte & Touche, PwC, BDO, KPMG, DLAPiper, RSM Capto Group, TBC Bank, ფინანსების, გადასახადების და მენეჯმენტის ცენტრი, Dechert LLP.

შეჯიბრის მასალები

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით

შეჯიბრის აკადემიური ხელმძღვანელი

რუსლან ახალაია

r.akhalaia@freeuni.edu.ge

ტელ: +995 557 91 46 36

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები