„მოგზაურობა აღმოსავლეთის აჭარაში“ – ფოტოგამოფენა

ახალგაზრდული ორგანიზაციები

კავკასიურ სახლში  „სოფლის სოციოლოგთა კლუბის“ გამოფენა – „მოგზაურობა აღმოსავლეთის აჭარაში“ გაიმართა.

ღონისძიება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტების ცხოვრებას შეეხებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოებითა და ნარატივებით მოთხრობილი იყო აჭარელი ეკომიგრანტების პრობლემები, მათი თავისებურება და ყოველდღიური ცხოვრების დეტალები.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

გამოფენა ჩატარდა პროექტის – „აჭარელი ეკომიგრანტები“ – ფარგლებში. ორგანიზატორების თქმით, ამ პროექტით „სოფლის სოციოლოგთა კლუბი“ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ, დაიწყო კონკრეტული თემების შესწავლა. ამ შემთხვევაში, კლუბი დაინტერესებულია საქართველოში ეკომიგრანტების მდგომარეობით.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 28–29 მარტს, სოფელ ავრანლოში. მასალები მოიპოვეს „სოფლის სოციოლოგთა კლუბის“ წევრებმა და მოხალისე ფოტოგრაფებმა.

პროექტი დაფინანსებულია „კავკასიური სახლისა“ და  ევროპული ფონდი „ჰორიზონტის“ მიერ. პროექტის მხარდამჭერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები