გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ახალგაზრდებისთვის

გაცვლითი პროგრამები

გერმანიის ბუნდესტაგი, ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან, ბოლო წლებში – 55 ახალგაზრდაზე მეტმა საქართველოდან.

IPS-ის მთავარ ნაწილს წარმოადგენს თხუთმეტკვირიანი საქმიანობა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ოფისში. სტიპენდიანტებს საშუალება აქვთ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პარლამენტარის ოფისის საქმიანობაში, დეპუტატთან ერთად დაესწრონ კომიტეტების, ფრაქციების და სხვა ორგანოების სხდომებს და ამით გაეცნონ პარლამენტის შიდა მოწყობას, კონტექსტებსა და პროცედურებს. ამასთან ერთად პროგრამის ფარგლებში მონაწილეები რეგულარულად დაესწრებიან საინფორმაციო ღონისძიებებსა და სემინარებს, რომლებსაც აწყობენ გერმანიის პარლამენტი და პოლიტიკური ფონდები. ზაფხულის სემესტრის დროს სტიპენდიანტებს ასევე აქვთ საშუალება, დაესწრონ ბერლინის ჰუმბოლდტის, თავისუფალი და ტექნიკური უნივერსიტეტების ლექციებსა და სემინარებს.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის დიპლომი, სახელმწიფო გამოცდა ან დოქტორანტურა);
  • გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა;
  • პროფესიული მიზნები: სამშობლოში სახელმწიფო სტრუქტურებში ან საჯარო სამსახურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობა (მედია, პარტიები, გაერთიანებები, უმაღლესი სასწავლებლები და ა.შ.);
  • სტიპენდიის მიღების დროისთვის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს (დაბადების ბოლო ვადა 01.03.1985);

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და მნიშვნელოვნად ზრდის სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს. გასული წლების მსგავსად, 2016 წელსსაქართველოსთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 5 სტიპენდია. 

გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ მხოლოდ პარლამენტის სპეციალური განაცხადის ფორმით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. გერმანიის საელჩო გამოგზავნილი განაცხადებიდან აარჩევს კანდიდატებს, რომლებიც მიწვეულ იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრება შედგება სავარაუდოდ 2014 წლის შემოდგომაზე გერმანიის საელჩოში. გერმანიის პარლამენტის დამოუკიდებელი კომისია ბერლინის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით აარჩევს კანდიდატებს მათი საგნობრივი, სოციალური, ენობრივი და ინტერკულტურული კომპეტენციების საფუძველზე.

გთხოვთ, ყველა საჭირო სააპლიკაციო დოკუმენტი გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, დანართის სახით (pdf-ფორმატში, და არა .zip ან .ra ფორმატით) გერმანიის საელჩოს მეილზე: [email protected]
გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ ”IPS”, ასევე თქვენი სახელი და გვარი. მეილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 4,5 MB-ს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივნისი.

საჭირო სააპლიკაციო დოკუმენტების სია და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ გერმანიის პარლამენტის ვებ-გვერდზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები