კონფერენცია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის

კონკურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის – “ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის” ფარგლებში, 15-16 ივნისს ატარებს  VII რეგიონთაშორის სტუდენტურ კონფერენციას ატარებს.

კონფერენციის მიზანი: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა   ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია მრავალპროფილიანია – სხვადასხვა სპეციალობის  სტუდენტებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

იმუშავებს შემდეგი სექციები:

1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკისმცოდნეობა);
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
3.საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
4.სამართალმცოდნეობა;
5.ეკონომიკა და სხვა.

მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2015 წლის 10 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს    1500 სიტყვისა)  მოხსენებისათვის. მისამართზე:   [email protected]

შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში: მერმისი

საორგანიზაციო კომიტეტში შეირჩევა წარმოდგენილი მოხსენებები, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება  საინფორმაციო წერილით.
კონფერენციის მასალები და პროგრამა დაიბეჭდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები