ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ 2015 წლის 17 აპრილს სხდომაზე განიხილა სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ შემოტანილი საკითხი, რომელიც ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას.
საბჭომ მოისმინა საარჩევნო პროცესში მონაწილე სტუდენტთა მოსაზრებები, გამოთქვა მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნების პროცესში სრულ ნდობას უცხადებს თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საბჭო არწმუნებს სტუდენტებს, რომ წინასაარჩევნო პროცესი და თვით არჩევნებიც ჩატარდება გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში.
წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს უსურვებს წარმატებას 2015 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 20 აპრილს გაიამრთება.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]