1 მაისს ცნობილი შემსრულებლების KRONO&Flic Flac კონცერტი გაიმართება

ივენთი

2015 წლის 1 მაისს  კლუბ “Underweel” -ში საყოველთაოდ ცნობილი არტისტების KRONO-სა და Flic Flac-ის კონცერტი გაიმართება.

KRONO – შედგება 2 წევრისგან, Michael & David Couderc. წარმოშობით ფრანგი ძმები 2008 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობენ სხვადასხვა ქვეყნებში. მათი ერთ-ერთი გამორჩეული სეტი არის “Dancin” , რომელმაც შექმნიდან 1 წელში 46 მილიონი ნახვა დააგროვა Youtube.com – ზე.

Flic Flac – ავსტრიული ელექტრონული ჯგუფი შედგება 2 წევრისაგან DJ Keven Richi და DJ Max Gain. 1 წლის წინ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ელექტრონული ჯგუფი და ამ მოკლე პერიოდში მიაღწიეს უდიდეს პოპულარობას და წარმატებას, რაც აისახება Youtube.com –ზე მათი ტრეკების რეკორდული ნახვებით .ამ პერიოდში მათმა ტურმა მოიცვა გერმანია, ავსტრია, იტალია, რუმინეთი, ნიდერლაანდები, შვეიცარია.

მათი ტრეკები შეიცავს ჯაზის ელემენტებსაც. მას შემდეგ რაც Flic Flac – ის მიერ შეიქმნა ჯგუფ Milcky Chance – “Down by the river ” -ის მიქსი, ბენდმა გადაწყვიტა ამ ვერსიით წარსგენილიყო მსმენელის წინაშე, რომელიც უდიდეს ჰიტად იქცა და მიიღო ოქროს სტატუსი გერმანიასა და ავსტრიაში.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასია 20 ლარი.

დასაწყისი 00:30 საათზე.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ელექტრონულად საიტზე Biletebi.ge

კონცერტზე არ დაიშვებიან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

ელექტრონული მუსიკის კონცერტი  კომპანია “Next Events”-ის ორგანიზებით ტარდება.

აქვე გთავაზობთ KRONO-სა და Flic Flac-ის მიერ შესრლებულ ცნობილ ჰიტებს:

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები