6 ნაბიჯი საჯარო გამოსვლის შიშის დასაძლევად

სასარგებლო რჩევები

გეშინია აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა ან პრეზენტაციის ჩატარება? თქვენ ნამდვილად არ ხართ ერთადერთი. საჯარო გამოსვლის ფობია მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. მაგალითად გეტყვით, რომ აშშ-ში ადამიანთა ფობიებს შორის საჯარო გამოსვლის შიში პირველ ადგილს იკავებს.

სტუდენტური ამბები, გირჩევთ თუ როგორ უნდა დაძლიოთ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის შიში.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

 

  1. თვალი გაუსწორეთ საკუთარ შიშებს

პირველ რიგში გააცნობიერეთ, რა არის მისი წყარო. ეს არ არის თქვენი პრეზენტაციის ან სიტყვის არცოდნის შიში, არამედ იმის შიში, თუ რა მოხდება, როცა აუდიტორიის წინაშე წარსდგებით. თქვენ გეშინიათ შეცდომის დაშვების, გაკრიტიკების, სულიერი ან ფიზიკური ტკივილის მოყენების.  მაგრამ, განა არის ის რეალური? თუ უბრალოდ წარმოსახვითია? გახსოვდეთ, რომ შესაძლოა სულ ტყუილად გეკვეთებათ მუხლები. თქვენი შიში უბრალოდ არასწორი მოლოდინია, რომელიც რეალური გგონიათ და დიდი ალბათობით, შესაძლოა არც მოხდეს. იფიქრეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება შიშმა და ნერვიულობამ ჩაგიშალოთ პრეზენტაცია.

  1. მოემზადეთ

დარწმუნდით, რომ კარგად იცით მასალა, რომლის წარდგენასაც აპირებთ. თუ ეს თემა თქვენთვის უცნობია, ეს მხოლოდ გაზრდის სტრესს და ავნებს თქვენს გამოსვლას. შეადგინეთ დეტალიზებული მონახაზი, დაყავით ძირითად თეზისებად და დაიმახსოვრეთ.

  1. ივარჯიშეთ სიტყვით გამოსვლისათვის საჭირო მანერების დასახვეწად

ივარჯიშეთ სარკის წინ. ან კიდევ უკეთესი იქნება, თუ ჩაიწერთ თქვენს საუბარს და შემდეგ უყურებთ ან მოუსმენთ მას, რათა გააუმჯობესოთ გადმოცემის უნარი. სთხოვეთ ნაცნობ კარგ მოსაუბრეებს და პრეზენტატორებს, მოგისმინონ და მოგცენ რჩევები.

  1. იმუშავეთ აუდიტორიასთან და გახსოვდეთ, რომ ისინი ვერ შენიშნავენ თქვენს ნერვიულობას, თუ შესაბამისად მოიქცევით

თუ იფიქრებთ, რომ დამსწრეები შეამჩნევენ თქვენს სწრაფ გულისცემას, პეპლებს მუცელში და ნერვიულობის სიმხურვალეს საფეთქლებთან, ეს კიდევ უფრო მეტად აგანერვიულებთ და შინაგანი სტრესი გარეგნულადაც შეგეტყობათ. ამიტომ, თავი ასწიეთ, მხრებში გაიმართეთ და გაიღიმეთ, თუნდაც, სულაც არ იყოთ ბედნიერი. ასე თქვენ თავდაჯერებულად გამოიყურებით: სხეული „მოატყუებს“  გონებას და აფიქრებინებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობთ, რაც სულ მალე სიმართლედ იქცევა.

  1. მოდუნდით

ღრმად ისუნთქეთ. სუნთქვის ვარჯიშები აუცილებელია სიტყვით გამოსვლამდე. ეს თქვენს სხეულსა და გონებას დასვენების საშუალებას აძლევს. დახუჭეთ თვალები,მოუსმინეთ საკუთარ მშვიდ სუნთქვას და უთხარით თქვენს თავს, რომ არსად გეჩქარებათ. ეს დაგამშვიდებთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

  1. ნუ იფიქრებთ ზედმეტად ბევრს აუდიტორიის რეაქციაზე

მთქნარება, მოწყენილი ან უკმაყოფილო გამომეტყველება ყოველთვის იქნება აუდიტორიაში. დიდი შანსია, რომ ზოგი ადამიანი დაღლილია ან სულაც არ აინტერესებს პრეზენტაციის თემა. ნუ მისცემთ თავს უფლებას, ეს ყოველივე თქვენს გამოსვლაზე უარყოფითად აისახოს.

ბოლოს კი  რჩევები როგორ უნდა მოიქცეთ უშუალოდ პრეზენტაციის დროს

  • მხოლოდ თქვენ იცით, რა უნდა თქვათ და გააკეთოთ, ამიტომ, არ არის აუცილებელი სიტყვა-სიტყვით მოყვეთ ყველაფერი, რაც წინასწარ გაქვთ დაწერილი. შეგიძლიათ რამე შეცვალოთ კიდეც.
  • გახსოვდეთ, რომ გარეგნულად არ გეტყობათ ნერვიულობა ისე ძალიან, როგორც ამას თავად გრძნობთ.
  • წარმოიდგინეთ, რომ აუდიტორია თქვენი ახლობლებისგან შედგება, ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც პატივს გცემენ და არ განგსჯიან, თუ შეცდომას დაუშვებთ. ან სულაც, წარმოიდგინეთ, რომ არავინ გიყურებთ და თქვენს ოთახში ვარჯიშობთ.
  • პრეზენტაციის დროს გამოიყენეთ დაბალი განათება,თუ ამის საშუალება გექნებათ.  ამ ხერხის უპირატესობა ისაა, რომ ძირითადი ყურადღება სლაიდებზე გადავა თქვენ კი სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ეს მეთოდი საჯარო გამოსვლის შიშს არ განკურნავს, თუმცა, ნერვიულობას ნამდვილად აგაცილებთ თავიდან.

წყარო: www.wikihow.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები