საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი დებატებში

ახალგაზრდული ორგანიზაციები

“თავისუფალი დებატების ლიგა” გიწვევთ საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატზე დებატებში.

➜ გინდა გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი?
➜ განივითარო ცოდნა და ლოგიკური აზროვნების უნარი?
➜ გახდე ლიდერი და დაეუფლო საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას?
➜ ისწავლო, როგორ უნდა ისაუბრო დამაჯერებლად და არგუმენტირებულად?
➜ გახდე პროფესიონალი მოდებატე და დაამტკიცო საკუთარი უპირატესობა?
➜ სრულიად უფასოდ მოხვდე ბაზალეთის საერთაშორისო ბანაკში?

➧ როდის ?
▶ 26 აპრილი – შესარჩევი ტური
▶ 3 მაისი – ფინალური დებატები და Crash of the kings!
▶ 5 მაისი – დაჯილდოება, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები

➧ სად ?
▹ 26 აპრილი – 3 მაისი ′თავისუფალი უნივერსიტეტი‵
▹ 5 მაისი – ′საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა‵

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

➧ დებატების ფორმატი:
▸ შესარჩევი ტური და ფინალური დებატები – კარლ-პოპერის პოლიტიკური (3-3)
▸ Crash of the kings – ლინკონ-დუგლასის ფორმატი (1-1)

♛ Clash of the kings -ში ♛ მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი მსურველი და მათ სპეციალურად ჩაუტარდებათ ლინკონ-დუგლასის ფორმატთან დაკავშირებული ტრენინგი, ხოლო◖ 26 აპრილის თამაშებიდან გამოვლენილი საუკეთესო სპიკერები ამ ტრენინგს გაივლიან უფასოდ ◗, ტურნირი მუდმივად გაშუქდება მედია პარტნიორების მიერ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

სპეციალურად ჩემპიონატის მონაწილეებისათვის ჩატარდება • ტრენინგები • რომლებსაც გაუძღვებიან გამოცდილი მოდებატეები, ცნობილი ტრენერები და მსაჯები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაციები გაიარონ მსაჯებთან, რათა მათი ცოდნა დებატების ფორმატის შესახებ იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი.

➧ პრიზები:

❏ ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, პარტნიორი ორგანიზაციების სერტიფიკატი და წიგნები.

❏ ჩემპიონატის გამარჯვებული სამი გუნდი დაჯილდოვდება, რომელთაგან საუკეთესო გაემგზავრება ბაზალეთის საერთაშორისო ბანაკში და 5 საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო – მიიღებს kindle-ს.

❏ ტურნირის საუკეთესო გუნდს საჩუქრად გადაეცემა საგზური ბაზალეთის საერთაშორისო ბანაკში, სადაც მონაწილეებს არაერთი საინტერესო აქტივობა ელით

➧ მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით:

ინდივიდუალური აპლიკაცია

გუნდური აპლიკაცია 

☛ მონაწილეთა აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 22 აპრილი.

გამოიყენე შანსი მოხვდე საქართველოს დებატების ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში!

⁃ ტურნირში ინდივიდუალურად მონაწილეობის საფასურია 15 ლარი.

⁃ გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეობის საფასურია 30ლარი. (თითოეული გუნდი შედგება 3 მოდებატისგან).
მონაწილეობის საფასური ფარავს საორგანიზაციო, საკანცელარიო ხარჯებს და ტრენინგის ღირებულებას.
ტურნირის მსვლელობის დროს გათვალისწინებულია Coffee Break

ასევე ავარჩევთ ჟურნალისტებს, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ორენოვანი სერტიფიკატი და სხვადასხვა პრიზები

ჟურნალისტების აპლიკაცია

☛ ჟურნალისტების აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 აპრილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: freedebateleague@freeuni.edu.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები