ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კლუბ „ანტიპოდები Yes“-ის წარმომადგენლებმა დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. მათ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს, საიდანაც მათი თქმით, ირკვევა, რომ ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პიარის უფროსი, ანა კვანჭილაშვილი და სტუდენტური სამსახურის უფროსი გიორგი ღვინჯილია აკადემიურ პერსონალთან ერთად ცდილობს, არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტურ კლუბს „ერთიან ძალას“ საარჩევნო სიებისა და მაჟორიტართა დაკომპლექტებაში დაეხმაროს.
„ადმინისტრაცია, „ერთიან ძალას“ ეხმარებოდნენ კანდიდატების მოძიებაში და თავისუფალ სტუდენტებს გვიქმნიდნენ ბარიერებს. ასევე მინდა მოწოდება გავუგზავნო განათლების მინისტრს, რომ ჩაერიოს ამ საკითხში, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ავტონომია ირღვევა და ამ შემთხვევაში სტუდენტური თვითმართველობის ავტონომიაც“, – განაცხადა თორნიკე ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ისინი პრ-ისა და სტუდენტური სამსახურის უფროსის გადაყენების მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას აპირებენ.
„ჩვენ ვაპირებთ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას. 17 აპრილს, 15:00 საათზე, ადმინსიტრაციულ კორპუსში. სადაც მოვითხოვთ, რომ პირადად ამ ადამიანებმა – ანა კვანჭილაშვილმა და გიორგი ღვინჯილიამ დატოვონ თანამდებობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლექტორი ამ ამბავში გარეული არ არის და ეს არის პირადად ამ ადამიანების ინციატივა“, – აღნიშნა თორნიკე ჩიქოვანმა.
წყარო: primetimenews.ge
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]