ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე თეზისების მიღება დაიწყო

კონკურსები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო ა/წ 14-15 მაისს გიწვევთ ახალგაზრდა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები;
  3. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  4. ინჟინერია და ტექნოლოგია;
  5. მედიცინა და ჯანდაცვა;
  6. აგრარული მეცნიერებები.

კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ, სექციურ და სასტენდო მოხსენებებს.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია 40 წლამდე ასაკის მეცნიერებს.

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

კონფერენციის ჩატარების ადგილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საკონფერენციო დარბაზი, რუსთაველის გამზ. № 52

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2015 წლის 20 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:

info@youngscientists.org.ge

“SUBJECT”-ში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ტელ.:  (+995 599) 77 51 46

კონფერენციის განცხადის ფორმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები