6 აპრილს კენიელი სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ივენთი

ორშაბათს, 6 აპრილს, 19:00 საათზე გაეროს ოფისის წინ, მრგვალ ბაღში “ქალთა მოძრაობა” კენიელი სტუდენტების ოჯახებისა და ზოგადად, აფრიკის კონტინენტზე სიცოცხლის უფლებისათვის მებრძოლი ადამიანების მიმართ სოლიდარობის აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეები სანთლებითა და ყვავილებით შეიკრიბებიან და წუთიერი დუმილით გამოხატავენ მხარდაჭერას ამ ადამიანიების მიმართ.

აქციის ორგაიზატორები აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 2 აპრილს კენიისა და სომალის საზღვარზე მდებარე გარისას უნივერსიტეტში ტერორისტული დაჯგუფების, ალ შაბაბის წევრების მიერ 148 სტუდენტის დახოცვა არ არის პირველი შემთხვევა კენიაში და ზოგადად, აფრიკაში.

პოსტკოლონიურ ხანაში ამ კონტინენტმა არაერთი გენოციდი თუ სამოქალაქო ომი და ტერაქტი გამოსცადა. 2015 წლის იანვარიც იმით დაიწყო, რომ ნიგერიის ქალაქ ბაგაში, ასევე, ტერორისტულმა ჯგუფმა ბოკო ჰარამმა მოაწყო ხოცვა-ჟლეტა. დაღუპულთა რიცხვის ზუსტი დადგენა დღემდე ვერ ხერხდება (სავარაუდო რიცხვი 150-დან 2200-მდე მერყეობს).

150402192415-16-kenya-attack-0402-exlarge-169

 “მაშინ, როცა ნებისმიერი მსგავსი ტერაქტი (იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო მისი განმახორციელებელი) ევროპასა ან ამერიკაში ხდება, მედია უფრო აქტიურად აშუქებს მომხდარს და ადამიანები უფრო ფართოდ გამოხატავენ სოლიდარობას. აფრიკის კონტინენტზე მომხდარმა ამ ორმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მოწინავე მედიის ყურადღება ვერ დაიმსახურა”, – წერია ღონისძიების”ფეისბუქის” გვერდზე.

BBC-ის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში, ქალაქ გარისაში, უნივერსიტეტზე ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 148-ს მიაღწია.  გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის მომენტში სტუდენტების უმრავლესობას ჯერ კიდევ ეძინა, ნაწილი კი ლოცულობდა.

10583048_10152962424058462_497551060251880506_o

გარისას უნივერსიტეტის კოლეჯის კამპუსში სპეცოპერაცის შედეგად ოთხივე თავდამსხმელი დაიღუპა. უნივერსიტეტის კამპუსში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ხუთშაბათს დილით შეიჭრნენ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები