,,საქართველოს მოხალისეების” შესარჩევი კონკურსი დაიწყო

კონკურსები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში,  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს.

 პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისოების გზით, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია.

პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ შერჩეული რეგიონული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოტივირებული მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტში). რეგიონული ორგანიზაცია განახორციელებს რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა შერჩევას და კოორდინაციას.

პროგრამის პირველ ეტაპზე საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩევა 2 მოტივირებული ახალგაზრდა, რომლებიც 6 დან – 10 მაისის ჩათვლით, დაბა ბაკურიანში, გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ კურსს ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები
  • პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა
  • და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მოსამზადებელი ტრეინინგ სემინარს ჩაატარებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული შესაბამისი გამოცდილების მქონე ტრენერები.

ტრენინგ კურსს დასრულებისას თითოეულ მოხალისეს მიენიჭება „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი.

მეორე ეტაპი

ტრეინინგ კურისის დასრულების შემდეგ „საქართველოს მოხალისეები“ საკუთარ მუნიციპალიტეტში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, უშუალოდ განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, ჩაატარებენ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საკუთარ ინიციატივებს, ყოველთვიურად შეადგენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს რის საფუძველზეც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები. მოხალისეები საკუთარი ინიციატივს და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:

  • მოხალისეთა კლუბის შექმნა
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებები
  • საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება
  • ფილმების ჩვენება
  • უცხო ენის კურსების გამართვა
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები)
  • შშმ ბავშვების ინტეგრაცია
  • ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა
  • შემოქმედებითი საღამოების გამართვა
  • ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
  • სხვა

პროგრამის ფარგლებში ყველა მონაწილე აღიჭურვება „საქართველოს მოხალისის“ ბრენდირებული აქსესუარებით: მაისურით, ბლოკნოტით, საწერ კალამით, სამაჯურით, სამკერდე ნიშნით, სერტიფიკატით, კეპით.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:

  • გაიარონ 5 დღიანი ტრეინინ-სემინარი დაბა ბაკურიანში
  • მიიღონ 45 ლარიანი ყოველთვიური მოხალისეთა სტიპენდია
  • მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
  • ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
  • გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები და პირობები:

პირველი ეტაპი

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა 25 მარტიდან 17 აპრილამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ გვერდზე.  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება და 8 თვის განმავლობაში საკუთარ მუნიციპალიტეტში განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

  • ასაკი 18დან – 25 წლამდე
  • მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარჩვევები
  • საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა

მონაწილეთა შერჩევას განახორციელებს 10 რეგიონული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროექტის კოორდინატორებთან. (ტელ:+599428244; 555910926 E-mail: [email protected])

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები