20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს.
გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია „ფოლიო“. (ლაურეატის სერთიფიკატი და ფულად ჯილდო).
კონკურსის მონაწილეები ქართულ ენაზე ნებისმიერი ჟანრის ( დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ) მოკლე მოთხრობას დაწერენ. (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში,1 – 3 გვერდი.)
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
პრემია სამ ნომინაციაში გაიცემა: 1. ყველაზე ლაკონიური ნაწარმოები 2. ყველაზე შემოქმედებითი ნაწარმოები. 3. ყველაზე ორიგინალური ნაწარმოები.
კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ან სკოლის მოსწავლეებს. ( მე-11/მე-12 კლასი).
კონკურსის პირობები:
1) ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ქართული ფონტით ( SYLFAEN)
2) 12 – იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს. ტექსტიგანთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.
3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონისნომერი, სკოლის და უნივერსიტეტის დასახელება. ელექტრონული ფოსტა.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონურობა
ნამუშევარი მიიღება 2015 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ugfolio@ug.edu.ge
გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 24 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში.
შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!