ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ENIGMMA ორგანიზებით 2015 წლის 28 ივნისს – 4 ივლისს, ყვარელში ჩატარდება ,,საერთაშორისო ზაფხულის სკოლა მიგრაციის კვლევის შესახებ“.
ზაფხულის სკოლა მონაწილეს საშუალებას მისცემს, გაიაროს კვლევაზე ორიენტირებული, მრავალდისციპლინური და ინოვაციური აკადემიური კურსი საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის შესახებ.
ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალიზაციის/ გამოცდილების მქონე შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: სამართალი (საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები), ეკონომიკა, დემოგრაფია, მედია. ასევე, შესაბამისი დისციპლინის მაგისტრატურის სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
განაცხადის განხილვის შემდეგ, ENIGMMA პროექტის გუნდის მიერ, ევროკავშირისა და საქართველოს ექსპერტებთან თანამშრომლობით, შეირჩევა 20 მონაწილე საქართველოდან და საზღვარგარეთ მცხოვრები 10 თანამემამულე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 აპრილი.
ზაფხულის სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით მასალას ან ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს
ხილეთ და ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი დოკუმენტები.
SummerSchoolInformation (1).pdf
SummerSchoolResearchOutline.pdf