“კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა “ინტერკულტურული საღამო”, სადაც ახალგაზრდებმა საქართველოდან, ერაყიდან, ინდოეთიდან და შრი-ლანკიდან წარადგინეს საკუთარი ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, სიმღერები, ცეკვები და სამზარეული.
ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების დაახლოება კულტურის, ტრადიციების, კულინარიის, ფოლკლორის, ცეკვის და ხელოვნების საშუალებებით, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო მშვიდობიან თანაცხოვრებას ქართულ საზოგადოებაში.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა “კავკასიის სახლის” მხარდაჭერით. ორგანიზაცია მადლობას უხდის თსუს სტუდენტურ თვითმართველობას გაწეული დახმარებისთვის.
მსგავსი ტიპის ღონისძიება არ არის პირველი რაც ”მასტერფის საქართველოს” განუხირციელებია უცხოელი და ქართველი ახალგაზრდების ჩართულობით. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო მეტი ღონისძიება და პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების მშვიდობიან და ჰარმონიულ თანაცხოვრებას საქართველოში