“ICE LADY” – ნათია მეგრელიძე

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

როდესაც ინტერვიუსთვის ვეძებდი შემოქმედ ადამიანს,  ფართო საზოგადოებისთვის რომ წარმედგინა, სულ დამავიწყდა,  თურმე ვიცნობ ერთ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ქარიზმით გამოირჩევა, საოცრად ხატავს და ჰიპ ჰოპს ასრულებს. გაგიკვირდებათ და ეს ყველაფერი არ არის. სწავლასთან ერთად იგი ქართული სპორტის აქტიური ქომაგიცაა და მისი სახელი ბევრისათვის სულაც არ არის უცხო. რას აპირებს მომავალში და რა გეგმები აქვს ნათია მეგრელიძეს, წაკითხეთ ინტერვიუში.

10430451_10202586415940521_3168189760210513697_nმოგესალმები, ნათია.  მოკლედ წარუდგინე თავი მკითხველს.

– გამარჯობა. ნათია მეგრელიძე, 19 წლის, მხატვარი და ჰიპ ჰოპ არტისტი. ერთი სიტყვით, ხელოვანი.

– დაახლოებით რამდენი ხანია რაც მუსიკის ამ ჟანრს  აყალიბებ?

– ზოგადად დიდი ხანია, ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. 5 წელია, ინგლისურად ვრეპავ. რომ ვაკვირდები ჩემს თავს, ძალიან დავიხვეწე წინა წლებთან შედარებით, პროგრესი იგრძნობა. ქართულ ჰიპ ჰოპს რაც შეეხება, ეს ბოლო ერთი წელია, რაც დავიწყე ქართულად გარეპვა, საკუთარი ტექსტები მაქვს, მე ვწერ ყოველ სიმღერას. უკვე 7 ტრეკი ჩავწერე.

– მოგვიყევი რითი ხარ დაკავებული ამჟამად.

– ამჟამად სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. რა თქმა უნდა, ვხატავ და როგორც აღვნიშნე, ვრეპავ. ამ ორი საქმით სერიოზულად ვარ დაინტერესებული. ხატვა ჩემი პროფესიაა.

– გაქვს თუ არა სიმღერასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები?

მაქვს. ვაკვირდები ხალხს და ვხედავ, რომ უმეტესობისთვის რეპი, როგორც ასეთი, უბრალოდ ჰობად მიიჩნევა, დროებით გატაცებად და გართობად. უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ სერიოზულად ვარ დაინტერესებული ჰიპ ჰოპით. ეს არის კულტურა, რომელიც მართალია, ამერიკაში წარმოიშვა და ჩვენთან ჯერ კიდევ უცხოა, მაგრამ ვფიქრობ, ის ჩემშია. ჰიპ ჰოპით გამოვხატავ სათქმელს, ის თვითგამოხატულებაა, ბევრ რამეში მეხმარება. მანამდე გავაგრძელებ ამ საქმიანობას, სანამ მიზანს არ მივაღწევ. ბარემ გეტყვით, რა არის ჩემი მიზანი:  ჰიპ ჰოპ კულტურა საქართველოშიც დავამკვიდრო, რაღა თქმა უნდა, კოლეგებთან ერთად, ერთიანი ძალებით. მინდა, გავაქრო ყველა ის სტერეოტიპი, რომლებიც რეპის შესახებ არსებობს. მინდა, მივაღწიო იმას, რომ საქართველოში ეს სფერო უგემოვნოდ არ ითვლებოდეს. ვითხოვ საზოგადოების მოსმენას და დაფასებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რეპერებისთვის. უამრავი რამაა კიდე ამის გარდა.. მოკლედ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, რადგან სერიოზულად ვუყურებ მას.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]

 

– თუ იცნობ სხვა  შემოქმედ ადამიანებს, რომლებიც შენსავით ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები არიან?

– რა თქმა უნდა, ვიცნობ. შეიძლება, ითქვას, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ვუდგავართ გვერდში.თუნდაც ჰიპ ჰოპ კონცერტებზე. ერთი სიტყვით, არც ისე ცოტანი ვართ, როგორც ეს ჩანს.. და იმედი მაქვს, კიდევ მეტნი გავხდებით, გავიცნობთ ერთმანეთს, დავეხმარებით.

10172681_10200961952369947_8389397607330722894_n– “ICE LADY” -ით გიცნობს ბევრი. ეს შენი სასცენო სახელია?

– ეს ჩემი ზედმეტსახელია.. ანუ ჰიპ ჰოპ სახელი, რომლითაც მიცნობს ხალხი. ტრეკებზეც მიწერია და “ლაივში” გამოსვლის დროსაც სწორედ ასე მახსენებენ…თუმცა ამ ბოლო დროს ვფიქრობ მის შეცვლაზე. დიდი ვარაუდით, სხვა სახელს დავირქმევ. მართალია, ძნელია გადავეჩვიო “ICE LADY” –ის, მითუმეტეს ყველა ასე მიწოდებს, მაგრამ ვფიქრობ, სახელზე ბევრი რამეა დამოკიდებული და მეც რამე განსხვავებული, უფრო საჩემო მინდა.

საყვარელი მომღერალი გეყოლება ალბათ.  რომელ ცნობილ შემსრულებელთან ისურვებდი თანამშრომლობას? 

– ჩემი საყვარელი რეპერი აის ქიუბია.  (Ice Cube). სწორედ მისი გავლენით და სიყვარულით მაქვს დღევანდელი სახელი.  (ICE LADY). იგი ჩემთვის პირველი ჰიპ ჰოპ არტისტი იყო, რომლის მოსმენისთანავე შემიყვარდა. მომწონს მისი ხმა, შესრულება (flow), ნათქვამის სიმძაფრე, თემატიკა, რეალობის ძალიან კარგად გადმოცემის უნარი. (storytelling). დიდ ემოციას ვღებულობ, როდესაც ვუსმენ, მესმის მისი, ვგრძნობ თითოეულ ფრაზას. ასევე კარგ ბითებზე (მინუსებზე) წერს, მომწონს სტილი, ჟანრი. მოკლედ ყველანაირად ჯდება ჩემს გემოვნებაში.

სწორედ აის ქიუბია ის ცნობილი შემსრულებელი, რომელთანაც ვისურვებდი თანამშრომლობას. სიამოვნებით ჩამოვწერდი იმ რეპერების სიას, რომლებთან ერთადაც მინდა დუეტი, მაგრამ ძალიან გრძელი გამოვა. ვეცდები, შევამოკლო. ქიუბის მერე, ვითანამშრომლებდი – Mos Def-თან, ასევე საყვარელ დუეტთან Mobb Deep (Prodigy, Havoc)-თან, Black Thought-თან, Common-თან, Queen Latifah-თან, Afu-Ra-თან, Evidence-თან, Rakim- თან, Murs-თან, Saukrates-სა და Masta Ace-თან. ვოცნებობ, ჩავწერო ტრეკი DJ Premier-ის ბითზე.

– ვის კონცერტზე წახვიდოდი დიდი სიამოვნებით?

– ისევ და ისევ ჩემი საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტის, აის ქიუბის კონცერტზე. ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა და ვიცი, აუცილებლად ავიხდენ. რასაც კი ვისახავ მიზნად, ჯერჯერობით ყველაფერს ვასრულებ. შეიძლება კონცერტს ვერ დავესწრო, მაგრამ მაინც ვნახო ის. როგორც ჰიპ ჰოპის დიდ ფანს, მხოლოდ ქიუბის კონცერტი არ მაკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გამორჩეულად მიყვარს. უდიდესი სიამოვნებით დავესწრებოდი შემდეგი შემსრულებლების (და ჯგუფების) “ლაივს” : The Pharcyde, The Artifacts, Mobb Deep, Das EFX, Talib Kweli, DMX,  LL Cool J,  Jeru The Damaja, Big Daddy Kane, Common, The Roots, Bahamadia, Wu Tang Clan, De La Soul, Cella Dwellas, Nas, Arsonists, Naughty By Nature.

 – ქართველი მუსიკოსებიდან ვისი შემოქმედება გიზიდავს?

– ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტებიდან, განსაკუთრებულად, განსაკუთრებულად მომწონს:  FuLA, Jeronimo, Ol Boy,  Kazzy Jazz, Mush One, Chester.

181380_1427113576759_7802895_n– ხატვაზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვა. როგორც ვიცი, II კურსზე ხარ და სამხატვრო აკადემიაში სწავლობ. უფრო კონკრეტულად რა სპეციალობას ეუფლები?

– მეორე კურსზე ვარ. დაზგური გრაფიკის განხრით ვარ, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მომწონს ეს სპეციალობა და იმედი მაქვს, კარგად შევითვისებ.

– ვინ შეგაყარა ხატვა? ბავშვობაში თუ დადიოდი რაიმე სამხატვრო წრეზე?

– ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. დაახლოებით 3 წლის ვიყავი, რომ დავიწყე და რაც კი მომხვდებოდა, ყველაფერზე ვხატავდი. მახსოვს, კედლები მთლიანად ჩემი “დაჯღაბნილი” იყო. მამა მხატვარი მყავს, ბაბუაჩემიც მხატვარი იყო და მოკლედ, შეიძლება ითქვას, გენებში მაქვს.  მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, არის სამხატვრო სტუდია “პალიტრა”, სწორედ იქ დავდიოდი 10 წელი. საკმაოდ დიდი გამოცდილება, ცოდნა შევიძინე ძალიან კარგი და მცოდნე პედაგოგის, ნატა კიკაბიძის დახმარებით. მოკლედ, ბავშვობიდან ვხატავ, არ გავჩერებულვარ და პაუზა არ მქონია. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება კიდევ დიდხანს.

1795655_10200903091058451_1675404384848191007_n– მოდი, დასასრულს სპორტზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვა. დარწმუნებული ვარ, იმ კითხვაზე, რომელისაც ახლა მე დავსვამ, ორივეს ერთი პასუხი გვექნება. შენი აზრით, ვნ მოიგებს ამ სეზონის უმაღლეს ლიგას?

– ძალიან კარგია, სპორტზე და კონკრეტულად – ფეხბურთზეც რომ მომიწევს ორიოდე სიტყვის თქმა. ამ სეზონის უმაღლეს ლიგას, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამო” მოიგებს, ეჭვიც არ მეპარება. განვლილ მატჩებს რომ გადავხედოთ, კარგად ვითამაშეთ, უმეტესობა თამაშებისა მოვიგეთ კიდეც და თუ ასე გავაგრძელებთ, უმაღლესი ლიგა ჩვენია. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და მოქმედი ჩემპიონი სწორედ “დინამოა”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები