ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს – 4 აპრილს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ნატოს კვირეული.
კვირეული დაიწყება 27 მარტს და დასრულდება 4 აპრილს.
კვირეული კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიხსნება.
მონაწილეობის მსურველებმა 29 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ 500-დან 1000 სიტყვამდე მოცულობის ესსე თემაზე „NATO – ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის”.
29 მარტს შეირჩევა 15 საუკეთესო ესსეს ავტორი, რომელთათვისაც 30 მარტს მოეწყობა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან ბიუროს მუშაობას.
შერჩეული 15 საუკეთესო ავტორი 31 მარტს საკუთარ თემებს ჟიურის წინაშე სიტყვით გამოვა, მათგან შეირჩევა საუკეთესო ხუთი ორატორი, რომლებსაც 4 დღე საკუთარი გამოსვლისა და ესეს დასახვეწად. ნატოს კვირეული დასასრულს, ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 4 აპრილს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიხსნება NATO-ს აუდიტორია.
გახსნის ცერემონიას ესწრება ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში საუკეთესო 5 სპიკერი წარსდგება მოწვეული სტუმრების წინაშე საკუთარი თემით.
საუკეთესო მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო პრიზებით და სერტიფიკატებით.
პროექტში მონაწილეობა უფასოა.
29 მარტამდე გადმოაგზავნეთ თქვენი ესეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected]