კონკურსი სტუდენტებისთვის: „რატომ გჭირდებათ ინგლისური დასაქმებისთვის?“

კონკურსები

თუ ხარ სტუდენტი ან უკვე გაქვს პროფესია და ცხოვრობ საქართველოში, შეგიძლია მიიღო მონაწილეობა კონკურსში – “English4Employability”. ამისათვის საკმარისია, უპასუხო მარტივ შეკითხვას:  „რატომ გჭირდებათ ინგლისური დასაქმებისთვის?“.

ბრიტანეთის საბჭო, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ინგლისური ენის სკოლებთან თანამშრომლობით, 2015 წლის მარტის თვეში ერთდროულად 15 ქვეყანაში და, მათ შორის საქართველოში, მართავს ინგლისური ენის კონკურსს –  SEE Into the Future –English4Employability(E4E).

კონკურსი ხაზს უსვამს ინგლისურ ენის მნიშვნელობას, როგორც თანამედროვე მსოფლიოში უკეთ დასაქმებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ ძირითად პირობას, და სვამს შეკითხვას, „რატომ გჭირდებათ ინგლისური დასაქმებისთვის?“ კონკურსში გამარჯვებული გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში 2 კვირით, ისწავლის ენას და შეხვდება ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები