ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ!
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი“ აცხადებს კონკურს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას ეხება. საკონკურსო ესეს სახელწოდებაა: „განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში – ძირითადი გამოწვევბი და მათი მოგვარების გზები.“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5) (არ უნდა იყოს PDF ფრომატში). ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი & გვარი, ფაკულტეტი, მიმართულება,/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;
2. პრობლემების გადაწყვეტის ავტორისეული ხედვა;
3. ლოგიკური მსჯელობა;
4. ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);
5. წერის კულტურა.
ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება ხუთი საუკეთესო ესე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით:
I ადგილზე გასული ესეს ავტორი – 200 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
II ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები – 150–150 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
III ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები – 100–100 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე : [email protected]
საგნის ველში მიუთითეთ -„ესეების კონკურსი“. გაგზავნის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2015.
საკონტაქტო პირი: თამარ მახარაძე , ტელ. 599 714305