,,ლამაზ სხეულში, ლამაზი სულია’’

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ბარსებობენ ადამაინები, რომლებიც ბუნებით კეთილები არიან. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კეთილ ბუნებასთან ერთად თანდაყოლილი ,,ნიჭი’’ – სიკეთის კეთების დაუცხრომელი ჟინი – აქვთ. ასეთი ,,ნიჭის’’ მატარებბელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი შალვა მამუკაშვილი. სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, გარდა ამისა, დაინტერესებულია ფოტოგრაფიითა და რეჟისურით. უბაროლდ უყვარს ლამაზი კადრების დაჭერა, ისეთის, როგორიც ჯერ არავის გადაუღია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ლამაზ სხეულში, ლამაზი სულიაო”. დანარჩენს მის შესახებ ჩვენი ბლიც-ინტერვიუდან და მის მიერ გადაღებული ფოტოებიდა გაიგებთ. 

თბილისი– დავიბადე …
– 1993 წლის 15 მარტს.

– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი
– პილოტი.

– ჟურნალისტიკა ავირჩიე…
– რადგან ეს არის პროფესია, რომელიც მუდამ მოძრაობასა და მოქმედებაში ყოფნას მოითხოვს, მე კი ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები.

– დღეს ჟურნალისტიკა ჩემთვის არის…
-ერთ-ერთი პროფესია, რომლითაც შესაძლოა მომავალში ჩემი საქმიანობა გავაგრძელო.

– ძალიან მიყვარს …
– ფოტოების გადაღება. მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი პოფესიაა. შეიძლება ითქვას, ეს საქმიანობა უფრო მეტად მიტაცებს ვიდრე ჟურნალისტიკა.ფოტო

– ფოტოებს ვიღებ …
– იმიტომ, რომ მიყვარს ლამაზი, საინტერესო და კრეატიული კადრების გადაღბა. ფოტოებს არავისთვის არ ვიღებ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ფოტოებს დადებითად აფასებენ.

– ჩემი ყველაზე დიდი წარმატება …
– მედიაორგანიზაცია ,,GoGroupMedia’-ს” პროექტში მოხვედრა იყო. პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობიანი კავკასიისთვის’’ ფარგლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნების მონაწილეებათან ერთად რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი. პროექტის ავტორებმა დაგვირიგეს მობილური ტელეფონები, რომლებითაც პროექტის შესაბამისი შინაარსის მქონე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი  უნდა გადაგვეღო. ,,დაუმარცხებელი’’ ასე ჰქვია ჩემს ფილმს, რომელშიც ავსახე ბაბუაჩემის ცხოვრება და რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი ერთ-ერთ გამარჯვებულ ფილმად დასახელდა. გამარჯვებული მონაწიილეები კი ერთ კვირიან ტრენინგზე გაგვიშვეს ჩეხეთში.

თბილისის ხიდი-ჩემს ცხოვრებაში შევცვლიდი …
– არაფერს.

-ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ …
– პასუხისმგებლობას, სიკეთეს, გულწრფელობას და პოზიტივს.

– ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან …
– ადამიანები, რომელთა იმედიც ყოველთვის შემიძლია მქონდეს.

– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს …
– ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი. დღეს უამრავ ადამიანს უჭირს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ფსიქოლოგიურად და სულიერადაც. მათ სითბო, მზრუნველობა, ყურადღბა და მცირე მატერიალური დახმარება სჭირდებათ.ხალხი

– მჯერა …
– რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებ (კარგს თუ ცუდს), არსად დაიკარგება და ადრე თუ გვიან ეს ყველაფეი უკან დამიბრუნდება.

– ყოველთვის უნდა მახსოვდეს …
– არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებათ. ჩემ მიერ გაღბულმა უმნიშვნელო ,,კაპიკმა’’, ღიმილმა თუ თანაგრძნობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მათი ცხოვრება.

– მეშინია …
– ვერ შევძლო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. ჩემი პროფესიული და ადამიანური თვისებები და ღირებულებები მინდა იყოს მაქსიმალურად რეალიზებული. ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და მაქსიმალურად შევძლო დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდებათ.

– არასდროს მინანია …
– რომ ვარ შალვა მამუკაშვილი.

შალვა მამუკიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები