12 მარტს , 18.30 „მწერალთა სახლმა” დაიწყო ახალი შემეცნებითი ციკლი „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“. პირველი შეხვედრის საუბრის თემა იყო “დავით სარაჯიშვილი – დაუსრულებელი ისტორია”. კურსის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებზე მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქზე, როგორც სივრცით და სოციალურ ფენომენზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, და ტრადიციებზე, ტოპონიმიკაზე.
პირველ შეხვედრას გაუძღვა ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ წევრი და GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ელისაშვილი. ასევე ის გაუძღვება რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ძველი ქალაქის ფარგლებში.
ამ ტიპის შეხვედრები დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი თბილისი! ციკლის შეხვედრები ყოველთვიური იქნება ჩვენს და თითოეულის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსდება.
ანი მარტიაშვილი