ფრონტლაინ ჯორჯია კლუბმა მოაწყო შეხვედრა ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფთან, სტეისი პირსალთან. შეხვედრა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით 9 მარტი, 19:00 საათზე
სტეისი პირსალმა თავისი კარიერა, როგორც საჰაერო ძალების ფოტოგრაფმა, 17 წლის ასაკში დაიწყო. 21-დან 27 წლამდე პირსალმა 500,000 – ზე მეტი ფოტო გადაიღო და 41 ქვეყანაში იმოგზაურა. ის ერთადერთი ფოტოგრაფი ქალია, რომელიც ორჯერ გახდა წლის საუკეთესო სამხედრო ფოტო-კორესპონდენტი.
ამჟამად, სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ფოტოგრაფი კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას ფრილანს ფოტოგრაფად, არის ავტორი, პედაგოგი, სამხედრო კონსულტანტი, საჯარო მომხსენებელი და პროექტ “ვეტერანთა პორტრეტის” დამფუძნებელი.
ანი მარტიაშვილი