გორელი სტუდენტის წარმატება და დიჯეი ,,Borgeous’’ აღიარებული რემიქსი

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

დღევანდელი ჩვენი  სტუმარი, გორელი დიჯეი – ,,BEAUTIFUL MOMENTS-ია’’. საუბარი, მისი კარიერის დასაწყისს, ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს ეხება.

გორელი სტუდენტის წარმატებები და მსოფლიოში პოპულარული დჯ ,,Borgeous’’ აღიარებული რემიქსი

 

“ეს არის ერთმნიშვნელოვნად ჩემი პროფესია. საქმეს ვეკიდები სერიოზულად. ვიღაც ფიქრობს, რომ ჰობია, ვიღაცისთვის ვერთობი, საკუთარი თავის პოპულარიზაციას ვეწევი, მაგრამ მე მაქვს ჩემი გზა და მიზანი. ეს არის პროფესია, რომელსაც ყოველდღევაუმჯობესებ საკუთარ თავზე მუშაობით’’, – ამბობს გორელი დიჯეი BEAUTIFUL MOMENTS-ი, იგივე ნიკა ჩხიკვაძე, რომელიც კლუბში ,,კაბარე  X ” უკრავდა. ბევრ ადამიანს შეხვდებოდით, რომელიც მისი მუსიკით, მართლაც რომ, აღფრთოვანებული იყო. ნიკამ თავის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– მოდი, დავიწყოთ თავიდან. როდის დაინტერესდი დაკვრით, ვინ შეგასწავლა?

– 14 წლიდან; მაგრამ, არც თუ ისე შედეგიანად , შემდეგ ჩემი მეგობარი (ძმაკაცი) ლევან ტარუაშვილი დაინტერესდა ამ საკითხით და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა, რასაც საინტერესო ძვრები მოჰყვა.

– რას გულისხმობ?

– მაგალითად, ჩვენს ახალ  რემიქს თვით ის დიჯეი გამოეხმაურა, ვისი მუსიკაც გავარემიქსეთ და ჩვენი რემიქსი ფავორიტებში დაამატა.

– როგორ ხდება მუსიკის შერჩევა, ხალხის აზრზს ითვალისწინებ?

– მუსიკის შერჩევა ხდება თვით შემსრულებლის პოპულარობით თუ რამდენად პოპულარულია შემსრულებელი და რამდენად პოლულარულია მუსიკა.

– თუ ჩაგიტარებია საღამო, სადაც შენი მუსიკა ჟღერდა?

– კი, ელექტრონული მუსიკის საღამოზე, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა იყო მათთან ერთად წლოვანი ხალხიც, ყველაფერი მაგრად ჩატარდა და ასეთი საღამოს ჩატარების ბევრი მსურველია.

– შენი პროფესია სხვების გართობაა. შენ თვითონ სად ახერხებ რელაქსაციას, დასვენებას?

– ჩემი რელაქსიც სწორედ იქ ხდება სადაც ბევრი ხალხია და ელექტრო მუსიკის ხმა ისმის.

– დიჯეი – ეს შენი პროფესიაა, თუ ჰობი?

– ეს არის, ერთმნიშვნელოვნად, ჩემი პროფესია. საქმეს ვეკიდები სერიოზულად. ვიღაც ფიქრობს, რომ ჰობია, ვიღაცისთვის ვერთობი, საკუთარი თავის პოპულარიზაციას ვეწევი, მაგრამ მე მაქვს ჩემი გზა და მიზანი. ეს არის პროფესია, რომელსაც ყოველდღე ვაუმჯობესებ საკუთარ თავზე მუშაობით.

– ვინ არის შენი საყვარელი დიჯეი?

– ასე, გამორჩეული არ მყავს, შემიძლია დაგისახელოთ რამოდენიმე დიჯეი, რომლის მუსიკასაც ხშირად ვუსმენ, HARDWELL , AFROJACK , PROJECT 46 , BLASTERJAXX და სხვა.

– ქართველი DJ-ებიდან, რომელს გამოარჩევდი?

– გაგიკივირდებათ, და, ქართველი არ მახსენდება ისეთი დიჯეი, ვის მუსიკასაც ვუსმენ, ან მომისმენია.

– ამ ხნის განმავლობაში რას მიიჩნევ შენს წარმატებად?

– იმას, რომ შევიძინე ისეთი მეგობარი მუსიკის სფეროში, როგორიცაა ლევან ტარუაშვილი – მთავარი ეესაა. შემდეგ უკვე ის, რომ ჩვენი რემიქსი ნახა თვით იმ დიჯეიმ რომელსაც ქვია ,,BORGEOUS’’, ასევე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ,,ელექტრონული მუსიკის საღამო’’ რომელიც ყველასათვის სასიამოვნო იყო.

– შენი სამომავლო გეგმები როგორია?

სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენს TRACK-ზე გადავიღოთ ვიდეო და ჩავწეროთ ვოკალი, ვაპირებთ, რომ ეს ვოკალი იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები