სტუდენტებისთვის აუცილებელი 8 საკვები პროდუქტი

სასარგებლო რჩევები

კვება სტუდენტების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ისინი უამრავ ენერგიას ხარჯავენ, სწორ კვებას კი ხშირად ვერ ახერხებენ. ამიტომაც ჩვენ გასწავლით რა არის ის პროდუქტები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარება კონცენტრირებაში, აავსებს მათ ენერგიით და თან მისი მიღება სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.

  1. რძე და იოგურტი

4032345-probiotyki-jogurt-900-666

რძის პროდუქტები სავსეა პროტეინებითა და B ვიტამინით, რაც თქვენს გონებას დაეხმარება უკეთესად კონცენტრირებაში და შესაბამისად სამუშაოს უკეთ შესრულებაში. დიეტოლოგები გვირჩევენ, მივიღოთ უშაქრო და უცხიმო იოგურტი.

  1. შვრია

l_1580_oatmeal-fresh-berries-banana-CUT1

საუზმეზე მარცვლეულის მიღება კარგია მთელი ორგანიზმისათვის. როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ბევრის არც წარმოუდგენია რამდენ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს შვრია და რამდენად მნიშვენლოვანია ტვნისათვის მისი მიღება.

  1. მოცვი

download

მისი მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც სწავლის პროცესში აუცილებლად წაგადგებათ. დიეტოლოგები ყოველდღე ორი ულუფა მოცვის მიღბას გვირჩევენ.

     4. შოკოლადი

free-food-wallpaper-hd-79

დიეტოლოგების თქმით, შოკოლადი ხელს უწყობს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას. თუმცა ყველა შოკოლადი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას. რძიანი და თეთრი შოკოლადი კაკაოს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს. ტვინისთვის სასარგებლო თვისებები კი სწორედ რომ კაკაოს აქვს.  ამიტომაც რეკომენდირებულია ყოველდღე მიიღოთ რამდენიმე ფილა შავი შოკოლადი. ასევე შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი კაკაო გახსნათ იოგურტში და ისე მიიღოთ.

      5. ორაგული

images (1)

ორაგული შეიცავს ცხიმებს, რომელიც აუცილებელია ტვინისთვის. The American Heart Association ყველას ურჩევს კვირაში ერთხელ მაინც მიირთვას ორაგული.

      6. ყავა

images (2)

კოფეინი მართალია ენერგიის წყაროა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მისი მიღების დოზა. როგორც დიეტოლოგები გვირჩევენ, ენერგიისა და კონცეტრაციისთვის ყავა შეგვიძლია დავლიოთ ხშირ-ხშირად და მცირე დოზით და არა ერთიანად ბევრი.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ ყავა არ გიყვართ, შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი, რომელიც ორგანიზმისთვის ასევე ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.

     7. ლობიო

images (3)

ლობიო სავსეა პროტეინებით, B ვიტამინითა და მაგნიუმით, რაც ასევე ხელს უწყობს ტვინის მუშაობას.

     8. ნიგოზი

walnuts

კვლევებმა დაადასტურა, რომ ის სტუდენტები ვინც ნიგოზს ყოველდღიურად მიირთმევდა სწავლაში უკეთესი შედეგები ჰქონდათ. საქმე ისაა, რომ ნიგოზი ტვინის ,,საწვავია”, რომელიც შეიცავს მისთვის აუცილებელ ცხიმებს, თუმცა მისი დიდი დოზით მიღება არაა საჭირო. რეკომენდირებულია ყოველდღიურად თითო მუჭა ნიგოზის მიღება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები