ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წლის გაზაფხულის სემესტრის საგნებისა და ლექტორების ელექტრონულად არჩევისას კვლავ პრობლემები შეექმნათ.
როგორც „სტუდენტურ ამბებს“ თსუ-ის მე-2 კურსის სტუდენტმა მარიამ ბედუკაძემ განუცხადა, მან სწავლის საფასური ერთი კვირით ადრე გადაიხადა და საგნების ასარჩევი ბაზაც დროულად გაეხსნა, თუმცა ორ საგანში მაინც ვერ მოახერხა სასურველი ლექტორების არჩევა, რადგან „ყველაფერი დასწრებაზე აღმოჩნდა და ადგილები შევსებული იყო“.
თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტის მარიამ წულაიას თქმით, მან სასურველი საგნების არჩევა მოასწრო, თუმცა რამდენიმე მისთვის სასურველი ლექტორი ვერ აირჩია.
„იმ ლექტორებთან, რომლებიც მინდოდა და ვერ ავირჩიე შესაძლოა ადგილები დაემატოს, ჩასაფრებული ვარ, იქნებ მოვახერხო“, – განუცხადა მარიამ წულაიამ Aris.ge-განათლებას.
აღნიშნული პრობლემა სტუდენტების უმრავლესობას შეექმნა. პრობლემები სტუდენტებმა ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფშიც აქტიურად განიხილეს. არასაკმარისი ადგილების გამო მათ სასურველი ლექტორისა და საგნის არჩევა ვერ მოასწრეს, თუმცა, როგორც მათი ნაწილი აცხადებს, სასურველ საგანსა და ლექტორთან ადგილების დასამატებლად მოთხოვნები გააგზავნეს და იმედოვნებენ, რომ თსუ-ს ადმინისტრაცია მათ თხოვნას გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მე-2 სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყო და 2 მარტამდე გაგრძელდება.
ქეთი არის© გიგოლაშვილი