სტუდენტები ,,Club Underwheel’’-ში დაგეგმილ Top DJ-ბის კონცერტზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ

ივენთი

საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარებისთვის გრანდიოზული პროექტის ფარგლებში 27 თებერვალს თბილისში მსოფლიოში აღიარებული Top DJ-ები ჩამოვლენ.

პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატაა. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.

პროექტის მიზანია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.

ქართველი მსმენელისთვის ,,Club Underwheel’’, Chris Lake და Oliver Nelson დაუკრავენ.

დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს სპორტის სასახლის სალაროებში შეუძლიათ. სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური 25 %–იანი ფასდაკლების ვაუჩერები.

ტარდება ასევე წამახალისებელი ვიდეოკონკურსი, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად მიიღებს iphone 6-ს. ამასთან, ორიგინალური ვიდეოს ავტორს სპეციალური პრიზი გადაეცემა.

მონაწილეებისათვის კონკურსის პირობების გაცნობა საქართველოს კულტურის პალატის Facebook–გვერდზე  16 თებერვლიდანაა შესაძლებელი.

გამარჯვებულებს ორგანიზატორები 27 თებერვალს, Club Underwheel-ში დააჯილდოებენ.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობები.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები