ძაღლებთან კონტაქტით ანტისტრესული თერაპია სტუდენტებისთვის მსოფლიოს უნივერსიტეტებში უკვე ფართოდ დამკვიიდრებული პრაქტიკაა. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსი თერაპია სტრესული და დამღლელი პერიოდის დროს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და ერთგვარი ანტიდეპრესანტის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სტუდენტების სტრესულ მდგომარეობას საგამოცდო პერიოდში და ძაღლების დახმარებით ცდილობენ სტუდენტებს სტრესი და დაძაბულობა შეუმსუბუქონ.
საქართველოს უნივერსიტეტებში ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა სტუდენტებს ამიერიდან გეცოდინებათ, რომ გამოცდების დატვირთულ და სტრესულ პერიოდში დაძაბულობის მოსახსნელად თქვენი ერთგული მეგობარი დაგეხმარებათ.
იხილეთ გახარებული სტუდენტების ფოტოები + ვიდეო Duke University-დან
იხილეთ ვიდეო, რომელიც გადაღებულია Duke University-ში