ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იწყება მასშტაბური საგანმანათლებლო მედია პროექტი: “თბილისის ჩემპიონატი სტუდენტურ დებატებში 2015”
პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, სტუდენტების კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათთვის საჯარო გამოსვლების და დებატების უნარების განვითარება, სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა.
ჩემპიონატში მონაწილეობენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და ახალი უმაღლესი სასწავლებელი.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის სახელით დარეგისტრირებულ სტუდენტურ გუნდებს.
კონკურსის გზით შეირჩევა თითო გუნდი ყველა მონაწილე უნივერსიტეტიდან რომელიც იდებატებს სატელევიზიო ფორმატში.
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სასწავლო გაცნობითი ვიზიტით.
სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 25 თებერვლამდე „ახალგაზრდული პრესკლუბის“ ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ypc.ge