საერთაშორისო კონგრესი მედიცინისა და ფარმაციის შესახებ სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

კონკურსები

2015 წლის 8-10 აპრილს, ჩერნივცში (უკრაინა) ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება “მეორე საერთაშორისო კონგრესი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის” BIMCO 2015.  კონგრესი ეძღვნება მედიცინის და ფარმაციის აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

კონგრესის მასალები დაიბეჭდება უკრაინის ახალგაზრდა მეცნიერთა სამედიცინო ჟურნალში “Chyst”. (Ukrainian Medical Journal of Young Scientists “Chyst”).

რეგისტრაციის და აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მარტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის აბსტრაქტების ბეჭდვა და კონგრესში მონაწილეობა უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://bim.co.ua/en/

მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისათვის მიაკითხეთ თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევბის ცენტრს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, V სართული, ოთახი N. 504

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები