საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადახდო სისტემების დეპარტამენტში.
საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ამოცანაა: საქართველოს საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.
მოვალეობები:
* საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა
* საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის სქემის შესწავლა, ანალიზი და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება
* საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა
* საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების რეგულირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოთხოვნების შემუშავება
* საგადახდო მომსახურების სფეროში სტატიტიკური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
* პერიოდულად სპეციფიური ანალიტიკური მასალების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ტექნიკური სპეციალობით (კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამამთავრებელი კურსის სტუდენტებს);
* საგადახდო სისტემების ფუნქციონირების პრინციპებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
* კომპიუტერული უნარები – Word და Excel-ის ზედმიწევნით ცოდნა; დიდი ზომის Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილებას (მაგ.: MS Access);
* საგადახდო ინსტრუმენტებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებში გარკვევის უნარი (მაგალითად, ჩიპიანი ბარათები, NFC ტექნოლოგია და სხვა);
* თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ფუნქციონირების პრინციპებისა და სქემის ათვისებისა და შეფასების უნარი.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
* ანალიტიკური აზროვნება;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* მოტივაციის მაღალი დონე;
* უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
* სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
* პრეზენტაციის უნარი;
* წერილობით აზრის ლაკონურად და გამართულად გამოხატვის უნარი.
უპირატესობა მიენიჭებათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახლადკურსდამთავრებულებს, რომლებსაც გააჩნიათ სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი და მაღალი დონის მოტივაცია.
ანაზღაურება: 800 ლარი.
კონკურსის ფორმა:
კონკურსი ჩატარდება ტესტირების (ინგლისურ ენაში) და ინტერვიუს სახით.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 2015 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.