ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის გერბისა და დროშის ცვლილებას აპროტესტებენ და სპეციალურ მიმართვა-პეტიციას ავრცელებენ:
“მიგვაჩნია, რომ გერბთან და დროშასთან დაკავშირებით ნაჩქარევად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, უნივერსიტეტი არა მხოლოდ უნდა მისდევდეს თანამედროვეობას, არამედ უნდა უსწრებდეს კიდეც მას. გერბზე, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ საიმიჯო სიმბოლოზე, სასურველია ეწეროს დედაქალაქის დღევანდელი გეოგრაფიული სახელწოდება თბილისი და არა „ტფილისი“. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის, ასევე, ნებისმიერი ქართველისათვის, ჩვენი უნივერსიტეტი ასოცირდება სიტყვებთან: თსუ ან ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. შესაბამისად, მართებულად მიგვაჩნია, რომ გადაიხედოს საუნივერსიტეტო სიმბოლიკა და გაიმართოს საჯარო დისკუსიებიამ თემაზე”,-ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისათვის ასამდე ხელმომწერი ჰყავს.
სტუდენტებმა პეტიცია 4 თებერვლის ღამეს გაავრცელეს.