რომელ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ მილიარდერები? თუ ოდესმე გიფიქრიათ ამ კითხვაზე, ახლა შეგიძლიათ პასუხის გაგება. მსოფლიოს მილიარდერთა 65%-ს აქვს ბაკალავრის დიპლომი. შესაბამისად, 35%-ს არა აქვს იგი, ზოგი კი, საშუალო სკოლიდანაც კი გამოუგდიათ. თუმცა, უნივერსიტეტის დიპლომი ხომ მილიარდერობის აუცილებელი წინაპირობა არ არის. Wealth-X-ისა და UBS Billionaire-ის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მსოფლიოში ამჟამად არსებულმა 2325-მა მილიარდერმა ($) განათლება 700 სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2325-დან მხოლოდ 286 მილიარდერია მდედრობითი სქესის. ზოგადად, მილიარდერთა რაოდენობის ზრდა კი 2020 წლისათვის 3800-მდეა ნავარაუდები.
წარმოგიდგენთ ტოპ-10 უნივერსიტეტს, რომელთაც ყველაზე მეტი მილიარდერი კურსდამთავრებული ჰყავთ.
10. London School of Economics and Political Science (LSE) – დიდი ბრიტანეთი
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 11
დიდ ბრიტანეთში, LSE-ს აქვს ყველაზე მაღალლი მაჩვენებელი. იგი ერთადერთია აქ, რომელიც სიასაც აწარმოებს.
- University of Mumbai – ინდოეთი
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 12
ეს უკანასკნელი უნივერსიტეტია ათეულში, რომელიც ამერიკის საზღვრებს გარეთაა. 20-ეულში კი ასევე შედის Lomonosov Moscow State University და Eth Zurich.
- University of California – აშშ
მილიარდელი კურსდამთავრებულები: 13
მომდევნო 3 უნივერსიტეტს თანაბარი რაოდენობის – 14 მილიარდერი კურსდამთავრებული ჰყავთ, ამიტომ, სამივე მე-5 ადგილად მოიაზრება. ესენია:
- Stanford University – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 14
- Cornell University – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 14
- Princeton University – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 14
- University of Southern California – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 16
- Yale University – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 20
- Harvard University – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 22
1.University of Pennsylvania – აშშ
მილიარდერი კურსდამთავრებულები: 25
წყარო: www.telegraph.co.uk