5 (არა) აშკარა შეცდომა, რომელიც რეზიუმეში არ უნდა დავუშვათ

დასაქმება

რეზიუმეს წერის დროს მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ის რომ როგორც შესამჩნევი, ისე შედარებით მცირე შეცდომებიც კი პოტენციურად ამცირებენ თქვენს მიერ სამუშაოს მიღების შანსებს. ამიტომ, გთავაზობთ ნაკლებად აშკარა შეცდომების სიას, რომელთა თავიდან აცილებაც გააუმჯობესებს თქვენს რეზიუმეს.

1. აბრევიატურებისა და შემოკლებების გამოყენება

თუ არ გსურთ, თქვენი უნარების ჩამონათვალს სიზარმაცეც შეჰმატოთ, გირჩევთ, შემოკლებების ნებისმიერ ფორმას – „ა.შ; ე.წ; ასოც;“ და სხვებს მოერიდოთ.
შემოკლებების გამოყენების მიზანი გასაგებია – ზედმეტად გრძელი წინადადებებისა და სათაურების თავიდან აცილება. თუმცა, ამით თითქოს, თქვენს სიზარმაცესა და წერის ნაკლებ პროფესიონალიზმსაც ავლენთ. ამიტომ, შემოინახეთ შემოკლებები პირადი საუბრებისათვის.

2. ზედმეტი სასვენი ნიშნები, ან მათი არ ქონა

სასურველია, რეზიუმე გრამატიკულად გამართული იყოს. სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებაც მეტად მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შეიძლება იფიქროს, რომ წერა არ იცით, ან ამაზე ნაკლებად ღელავთ და შესაბამისად, დიდად არ ხართ დაინტერესებული.
მაგალითად:
ა. მე ყოველ კვარტალში ვაწვდი ადამიანური რესურსების მენეჯერს თითოეული დეპარტამენტის მიერ დაქირავებულ მუშათა რაოდენობას. [წერტილი]
ბ. ადამიანური რესურსების მენეჯერისათვის მონაცემების ყოველკვარტლური მიწოდება [წერტილის გარეშე]
ხედავთ განსხვავებას? დაიმახსოვრეთ, წერტილი მხოლოდ დასრულებული წინადადების ბოლოს გამოიყენება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

3. შეუთავსებლობა

თუ თქვენი ყველა ყოფილი დამსაქმებლის სახელის მსხვილი ასოებით დაწერას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ყველა BOLD-ით არის დაწერილი. თუ თქვენი თანამდებობების დახრილი ასოებით წერა გსურთ, ყველა მათგანში გამოიყენეთ ITALIC. ალბათ, მიხვდით, რასაც ვგულისხმობთ. ვიზუალური მხრივაც, ერთმანეთთან შეთავსებული უნდა იყოს ყველაფერი.

4. მიზნის ცუდად ჩამოყალიბება

დამქირავებლები ყურადღებას აქცევენ თქვენს მისწრაფებებსა და მიზნებს. თუმცა, მათთვის ნაკლებად საინტერესოა ისეთი კანდიდატი, რომლის რეზიუმეშიც წერია: „ჩემი მიზანია, ვიპოვო ისეთი სამუშაო და პოზიცია, რომელიც პროფესიულ ზრდას მთავაზობს.“ უჩვენეთ დამსაქმებლებს რაღაც კონკრეტული და რაც მთავარია, აქცენტი გააკეთეთ არა მარტო თქვენს, არამედ მათი კომპანიის საჭიროებებზეც. მაგალითად: „სურვილი მაქვს, ვიმუშაო საწყისი დონის მარკეტერის პოზიციაზე, რაც განავითარებს ჩემს უნარებს და მომცემს საშუალებას, გამოვიყენო ისინი არაკომერციული ფირმის საქველმოქმედო საქმიანობაში.“

5. ზედმეტად ბევრი ან ძალიან მწირი ინფორმაცია

მოარგეთ თქვენი რეზიუმე იმ პოზიციას, რომელსაც ეხმაურებით. თუ ინფორმატიკის სპეციალისტის პოზიციისათვის აგზავნით მას, თქვენი გაყიდვების მენეჯერობის გამოცდილება ნაკლებად მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. თუმცა, ნურც მნიშვნელოვან ინფორმაციას დაივიწყებთ. თუ სადმე მოხალისედ ან სტაჟიორად გიმუშავიათ ისეთ სფეროში, რომელიც ახლოსაა სამიზნე სამსახურთან, აუცილებლად დაწერეთ ამის შესახებ რეზიუმეში. თუნდაც, ეს მეტად მცირე ხნიანი გამოცდილება იყოს.

არ დაგავიწყდეთ, თხოვოთ მეგობარს ან ახლობელს, თვალი გადაავლოს თქვენს რეზიუმეს. ზოგჯერ, ძალიან ადვილად შეიძლება უმარტივესი რამ გამოგრჩეთ. ამიტომ, ეს სასარგებლო იქნება თქვენთვის და ძალიან დაგეხმარებათ.

წყარო: www.levo.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები