აქტიური ახალგაზრდებისთვის ბიზნესმარათონი 20=200 გაიმართება

ივენთი

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სასაგენტოს, საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისი მოლის მხარდაჭერით 14 თებერვალს გამართავს სავალენტინო ბიზნეს მარათონ 20=200-ს.

მარათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს განივითარონ მეწარმული უნარ-ჩვევები. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს 2-5 წევრით დაკომპლექტებული გუნდი.

მარათონში მონაწილე გუნდები შეირჩევიან აპლიკაციებითა და გასაუბრებით. შერჩეულ 10 გუნდს ჩაუტარდება ტრენინგი ,,Great startupers’’ თემაზე: great mind, great team, great business communications.

მარათონის დეტალური წესები:

მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს 2-5 წევრით დაკომპლექტებული გუნდი. გუნდს უნდა გააჩნდეს კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად გაწერილი ლეგალური ბიზნეს იდეა, რომელსაც იგი მარათონის დღეს – დილის 10:00-დან საღამოს 22:00-მდე განახორციელებს.

ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალი განსაზღვრულია 20 ლარით. ეს თანხა მონაწილე გუნდს გადაეცემა მარათონის წინა დღეს და ეძლევა დრო საჭირო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად.

გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. პირველ ადგილას გასული გუნდი საკუთარ მოგებასთან ერთად იღებს სხვა გუნდების მოგების 10%-ს, მეორე ადგილზე გასული – 7% და მესამეზე – 3%. გუნდს დამარცხების შემთხვევაშიც კი ხვდება თანხა – მისი მოგების 50%. ყოველი გუნდის მოგების 30% ირიცხება პროექტის საორგანიზაციო ფონდში.

გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანა–დანადგარები(მაგ. ღვეზელის საცხობი აპარატი) და არ აქვთ უფლება გამოიყენონ რაიმე დამატებითი ფინანსები. პროექტის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოდგენის შემთხვევაში გუნდებს უფლება მიეცემათ მოიპოვონ დამატებითი მხარდაჭერა სხვა კომპანიებისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ გუნდი დაარღვევს მარათონის წესებს, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაშიგუნდი მოიხსნება მარათონიდან. გუნდების გასაკონტროლებლად იმუშავებენ სუპერვაიზერები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა კეთილსინდისიერებასა და თამაშის სამართლიანობას.

იჩქარეთ!!! აპლიკაციების მიღება 2 თებერვლის ჩათვლით.

გუნდს ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს იდეის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გუნდმა რაც შეიძლება ეფექტურად უნდა წარმოადგინოს მარათნში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია. ასეთი გუნდები შერჩევის შემთხვევაში პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავებენ იდეებს.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
გიორგი: 599-94-70-47
ქრისტინე: 555-605-606
მარიამი: 598-36-31-09

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები