როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა

ივენთი

27 იანვარს 18:00 საათზე გაიხსნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 3 თებერვლამდე.

გამოფენის მიზანია, დიდი ხნის შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგინოს როლანდ დუმბაძის მიერ, წლების მანძილზე, განსაკუთრებულ ფერწერულ სტილში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები.

2004 წლიდან დღემდე ავტორმა გამოფენები გამართა  მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ნიცა, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, მადრიდი, ვალენსია, ბერლინი და ა.შ. 2009 წელს როლანდ დუმბაძე დაბრუნდა საქართველოში და გახსნა მოდის, დიზაინისა და მოდელირების სტუდია. ამავდროულად ის გახლავთ მოწვეული პედაგოგი სამხატვრო აკადემიაში.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

5f903480978b0b84d84de3a5bee55c5cbc81d6112144623

4494

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები