ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

დასაქმება
ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო აკადემია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე   ქ. თბილისში;
სასწავლო პროცესის აღწერა:
  • ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები, გაივლიან ინტენსიურ 2 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომლის განმავლობაშიც შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“  პროდუქტებს და შიდა პროგრამებს, გაივლიან სტაჟირებას გაყიდვების ოფისში.
  • წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და  დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ოფისებში თბილისის მასშტაბით;
ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება; ასევე განიხილებიან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • აუცილებელია საავტომობილო სფეროში მუშაობის სურვილი;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის და სხვა ტექნიკურ სფეროში მიღებული ნებისმიერი სახის განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან/და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • MS Office – ის პროგრამების და საძიებო სისტემების მოხმარების ცოდნა/გამოცდილება;
სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა მოტორსის მიერ.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vtc@tegetamotors.ge  არაუგვიანეს 8 თებერვლისა. 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები