ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო აკადემია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში;
სასწავლო პროცესის აღწერა:
- ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები, გაივლიან ინტენსიურ 2 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს, რომლის განმავლობაშიც შეისწავლიან კომპანია „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტებს და შიდა პროგრამებს, გაივლიან სტაჟირებას გაყიდვების ოფისში.
- წარმატებული კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ოფისებში თბილისის მასშტაბით;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება; ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- აუცილებელია საავტომობილო სფეროში მუშაობის სურვილი;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის და სხვა ტექნიკურ სფეროში მიღებული ნებისმიერი სახის განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ან/და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- MS Office – ის პროგრამების და საძიებო სისტემების მოხმარების ცოდნა/გამოცდილება;
სასწავლო კურსი სრულად დაფინანსებულია თეგეტა მოტორსის მიერ.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] არაუგვიანეს 8 თებერვლისა.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.