“საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
განათლება: სამართალმცოდნე ან სამართლის სკოლის სტუდენტი.
უცხო ენები: სამართლებრივი ინგლისური კარგად.
კარგი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატს მოეთხოვება:
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი მოვლენების ანალიზი;
საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებაში დახმარება;
საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის კვლევაში დახმარება;
საგრანტო პროექტების განხორციელებაში დახმარება.
ადგილების რაოდენობა: 1.
ანაზღაურება: 125 ლარი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 032 2 374502
ელფოსტა: [email protected]
დაინტერესებულმა პირებმა, 2015 წლის 30 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]