როგორ მოვახდინოთ კარგი პირველი შთაბეჭდილება

დასაქმება

ადამიანის გაცნობის დროს, ზოგჯერ, შეიძლება ვღელავდეთ. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანი შესაძლო პოტენციური დამსაქმებელია. მაგრამ, ჩვენი რჩევების გათვალისწინებით, თუ როგორ უნდა მოახდინოთ კარგი პირველი შთაბეჭდილება, თქვენ თავიდან აიცილებთ ხელების გაოფლიანებასა და ნერვიულ ენის ბორძიკს. უბრალოდ, მოხიბლავთ მათ.

1. ჩაატარეთ პატარა კვლევა

თუ გასაუბრებაზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ, მანამდე დაგუგლეთ ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ან გადახედეთ მის Facebook-ის ან LinkedIn-ის პროფილს. მნიშვნელოვანია, ასევე მათი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გაგება – შეამოწმეთ პრეს-რელიზები ან სიახლეები, რომლებიც მათ უკავშირდებათ.

2. ჩაიცვით შესაფერისად

ამბობენ, რომ გასაუბრების დროს „უნდა ჩაიცვათ იმ სამსახურის შესაფერისად, რომლის მიღებაც გინდათ და არა იმის – რომელიც უკვე გაქვთ.“ ზედმეტი ოფიციალურობა არ არის სასურველი, თუმცა, არც ძალიან ყოველდღიური ჩაცმულობა გამოგადგებათ. სერიოზული, გონივრულად შერჩეული და მოხერხებული სამოსი უფრო კომფორტულადაც გაგრძნობინებთ თავს და კარგ შთაბეჭდილებასაც შექმნის თქვენზე.

3. იყავით პუნქტუალური

დაგვიანება ეგოისტური საქციელია – ამით თითქოს, მათ ეუბნებით, რომ თქვენი დრო მათ დროზე მნიშვნელოვანია. იგი თქვენს დისციპლინას (ან უდისციპლინობას) უსვამს ხაზს. რაც მთავარია, დაგვიანების შემთხვევაში, თავადვე გიპყრობთ შეშფოთება და ნერვიულობა, რაც ყველაფერზე ცუდად აისახება.

4. გაიღიმეთ 🙂

ლუის არმსტრონგი გენიოსი იყო: „როცა იღიმით, მთელი მსოფლიო იღიმის თქვენთან ერთად.“ ღიმილი ყველა ადამიანს უფრო მიმზიდველად და საკუთარ თავში დარწმუნებულად წარმოაჩენს.

5. ჩამოართვით ხელი მტკიცედ

არაფერია გაუბედავ ხელის ჩამორთმევაზე უარესი. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ საშინელი ე.წ. „მკვდარი თევზი“, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ა. იქონიეთ პირდაპირი კონტაქტი თვალებით, ბ. გაუწვდინეთ მარჯვენა ხელი, ცერა თითით ზემოთ. არც ძალიან მოდუნებული და არც ზედმეტად გახევებული. გ. ჩამოართვით გაბედულად მხოლოდ 1-2 წამის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეაწმინდოთ ოფლიანი ხელი თქვენს შარვალს, კაბას ან ნებისმიერ ახლოს მყოფ რბილ ქსოვილს. არავითარ შემთხვევაში!

6. დაიმახსოვრეთ მათი სახელი

სანამ თვალით კონტაქტსა და ხელის ჩამორთმევაზე ხართ კონცენტრირებული, ადვილად შეიძლება, სახელზე ვერ გაამახვილოთ ყურადღება. ერთი რჩევა: გაიმეორეთ მისი სახელი გონებაში სამჯერ და შეიქმენით რაიმე ასოციაცია, რათა გონებაში დაგრჩეთ იგი.

7. გადაუხადეთ მადლობა

გასაუბრების შემდეგ, მისაღებია იმეილის მიწერა, რომლითაც მადლობას გადაუხდით თქვენთვის დათმობილი დროისათვის და მათთან მომავალი წარმატებული თანამშრომლობის იმედს გამოთქვამთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები