“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ცენტრალური ოფისი იწყებს სტაჟირების პროგრამას სხვადასხვა მიმართულებით.
პროექტში ჩაერთვებიან მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ახალგაზრდები სტაჟირებას გაივლიან ფონდსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პოზიციაზე. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
აუცილებელი მოთხოვნებია:
საოფისე პროგრამების ცოდნა;
უცხო ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გამართულად მუშაობის უნარი;
პრეზენტაციის კარგი უნარები;
პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
მოკლე დროში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად მიწოდების უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი, აზრის არგუმენტირებულად გამოხატვის, დარწმუნების, ყურადღებით მოსმენის უნარი;
ანალიზი, პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი,
მიზანზე ორიენტაციის უნარი.
წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
სტაჟირებას შემდეგ დეპარტამენტებში: პროექტების მართვის, იურიდიული და საინფორმაციო (ჟურნალისტი, ოპერატორი, მემონტაჟე);
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს;
სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღებას;
საშუალებას მოისმინონ მოწვეული სტუმრების სხვადასხვა ლექცია;
გამორჩეული სტაჟიორები ჩაერთვებიან საქმიან მოლაპარაკებებში;
სტაჟირების დროს თავის გამოჩენის შემთხვევაში, სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ დარჩნენ ადმინისტრაციულ გუნდში.
გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]
შესარჩევი პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
აპლიკაციების გადარჩევა
ჯგუფური გასაუბრება.
წარმატებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან თითოეული ეტაპის ვადის დასრულებისთანავე.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2015 წ.
ტელ: 593 217749
საკონტაქტო პირი: თამთა შამათავა