სტუდენტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისთვის დროებით დასაქმდებიან, რომელიც გაიმართება 2015 წლის 13-15 მაისს, თბილისში.
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ვაკანსია არის დროებითი და განსაზღვრულია სტუდენტებისთვის.
მთავარი მოთხოვნა არის ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
თითოეულ ვაკანსიაზე დასაქმდება რამდენიმე კანდიდატი, შესაბამისი რაოდენობები მითითებულია განცხადებებში.
გამოცხადებული ვაკანსიებია:
- საინფორმაციო ასისტენტი
- ზოგადი ასისტენტი
- საკონფერენციო დარბაზის ასისტენტი
- დელეგაციის მიმღები
- პორტიე
- რეგისტრაციის ასისტენტი