საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს

დასაქმება

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკაში 2-თვიანი სტაჟირების გასავლელად.

მოთხოვნები კანდიდატებისადმი:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა.

სტაჟირება არაანაზღაურებადია.
თითოეული სტაჟიორი იმუშავებს კვირაში 4 დღე, დღეში 4 საათი. სტაჟიორები იმუშავებენ როგორც სამკითხველო დარბაზში, ასევე დახმარებას გაუწევენ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ღონისძიებების ჩატარების დროს.

ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე 10.00დან – 20.00 საათამდე. კანდიდატები შეირჩევიან ენობრივი ტესტის და გასაუბრების საფუძველზე.

სტაჟირებიას წარმატებით დასრულებისას სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გააგზავნონ CV და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე – info@spl.ge ამა წლის 30 იანვრის 18.00 საათამდე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები