სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკაში 2-თვიანი სტაჟირების გასავლელად.
მოთხოვნები კანდიდატებისადმი:
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალობა.
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
თითოეული სტაჟიორი იმუშავებს კვირაში 4 დღე, დღეში 4 საათი. სტაჟიორები იმუშავებენ როგორც სამკითხველო დარბაზში, ასევე დახმარებას გაუწევენ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ღონისძიებების ჩატარების დროს.
ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე 10.00დან – 20.00 საათამდე. კანდიდატები შეირჩევიან ენობრივი ტესტის და გასაუბრების საფუძველზე.
სტაჟირებიას წარმატებით დასრულებისას სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გააგზავნონ CV და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე – [email protected] ამა წლის 30 იანვრის 18.00 საათამდე.